დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
დმანისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 42 |
დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 24/11/2021 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/11/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2022 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.156.016420 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/11/2021 - 29/12/2021)
|
დმანისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 91-ე მუხლის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის “ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისი 78-ე მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი თანდართული რედაქციით: |
თავი I
დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები მუხლი 1. ბიუჯეტის ბალანსი ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3. ბიუჯეტის შემოსავლები ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 13120,5 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 4. ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 10440,5 ათასი ლარით:
მუხლი 5. ბიუჯეტის გრანტები ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 130.0 ათასი ლარით:
მუხლი 6. ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2550.0 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 7. ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 6898,8 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 8. ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 5406.9ათასი ლარით, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა - 5406.9 ათასი ლარით. ათას ლარი
მუხლი 9. ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით:
მუხლი 10. ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს 55.6ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 5462.5 ათასი ლარით:
მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ათასი ლარით: ათას ლარში
ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სახაზინო არნგარიშზე არსებულ თავისუფალ ნაშთს, რომლის გამოყენებაც მოხდება 2022 წლის განმავლობაში. მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 55.6 ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2019 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას. 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დმანისის მუნიციპალიტეტის სასეხო ვალდებულებები ჯამში შეადგენს 250194 ლარს, ხოლო 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგი იქნება 194594 ლარი და სესხზე დარიცხული პროცენტის სავარაუდო ოდენობა შეადგენს 59623 ლარს, მათ შორის 2022 წელს სავარაუდოდ გადასახდელია 25200 ლარი. თავი II დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები მუხლი 13. ინფრასტრუქტურის განვითარება ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 6129,9 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 14. დასუფთავება და გარემოს დაცვა დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 708,0 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 15. განათლება განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 765,0ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 16. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 927,6 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 17. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 754,2 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 18. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და სხვა. ასევე, მოიცავს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწობის პროგრამის ხარჯებს, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს.
თავი III დმანისის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 19. ბიუჯეტის ასიგნებები
მარეგულირებელი ნორმები მუხლი 20. ასიგნებების დაფინანსება დმანისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. მუხლი 21. ასიგნებების გადანაწილება დმანისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. მუხლი 22. კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება 2022 წლის განმავლობაში დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 23. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობა დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 24. პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციები პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. მუხლი 25. დავალიანებების ანაზღაურება მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 02 02-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები. წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2022 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. მუხლი 26. მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 130,0 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად. ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 54,2 ლარი. ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 74,8 ლარი. გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1,0 ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 27. სარეზერვო ფონდი 2022 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 150,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 28. 1. დმანისის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა ყოველი კვარტლის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრები,“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოს შედეგად წარმოქმნილი ეკონომიების თაობაზე. 2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ეკონომიას სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებში გადანაწილების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 29. ბიუჯეტის ამოქმედება 1. დადგენილებით დამტკიცებული დმანისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. 2. დმანისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 დეკემბრის №24 დადგენილება (www.matsne.gov.ge), 25/12/2020, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.156.016402).
|
|
დოკუმენტის კომენტარები