,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 22/11/2021
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016352
13
22/11/2021
ვებგვერდი, 24/11/2021
040030000.32.057.016352
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №13

2021 წლის 22 ნოემბერი

ქ. ბათუმი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად,

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდ­რეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, №154, 25/11/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016003) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებუ­ლი დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც არაუმეტეს მთავრო­ბის უფლებამოსილების ვადით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების შესრულება მინისტრის წარდგინების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება დაეკისროს მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს. დირექტორს თანამდებო­ბიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საკუთარი ინიციატივით ან მინისტრის წარდგინებით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე