დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “№2 ვაკისა და №52 ბაღდათის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში ხელახალი არჩევნების ზოგიერთ საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9/2001 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 03/10/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 106, 04/10/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.13.007.005.003 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.005.003
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება N 9/ 2001
2001 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
№2 ვაკის და №52 ბაღდათის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში ხელახალი არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
I. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა:
საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა სიის გამოქვეყნება.
2. არა უგვიანეს 8 ოქტომბრისა:
ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენა საუბნო საარჩევნო კომისიაში.
3. არა უგვიანეს 10 ოქტომბრისა:
ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული საჩივრის განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიაში.
4. არა უგვიანეს 13 ოქტომბრისა:
ამომრჩეველთა სიების შედგენასთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენა რაიონულ სასამართლოში.
5. არა უგვიანეს 16 ოქტომბრისა:
ამომრჩეველთა სიების შედგენასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა რაიონულ სასამართლოში.
6. არა უგვიანეს 18 ოქტომბრისა:
სასამართლოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული საჩივრების დაკმაყოფილების შემთხვევაში ამომრჩეველთა საბოლოო სიების გამოქვეყნება (გამოკვრა).
7. არა უგვიანეს 19 ოქტომბრისა:
ა) ამომრჩევლისათვის ამომრჩეველის ბარათის გადაცემა;
ბ) მხარდამჭერთა სიების განადგურება;
გ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება;
დ) საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციიდან მოხსნა;
ე) საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადაცემა საოლქო საარჩევნო კომისიისათვის.
8. არა უგვიანეს 20 ოქტომბრის 18 საათისა:
საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების საუბნო საარჩევნო კომისიისათვის.
II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე
ჯუმბერ ლომინაძე
კომისიის მდივანი
მამუკა კოპალეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები