დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №580 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 782 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/11/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017273 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №580 ბრძანებას (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.017074) დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 მუხლი:
„მუხლი 33 1. საქართველოს მთავრობის ვაქცინაციის საკომუნიკაციო სტრატეგიის შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში საგანგებოდ მოწყობილ ვაქცინაციის პუნქტებში ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის ტერიტორიულ ორგანოებში − მობილურ იუსტიციის სახლებში სააგენტოს მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების ვაქცინაციის დღეს წარდგენის შემთხვევაში, თითოეული მომსახურებისთვის (გარდა, დაჩქარებული მომსახურებისა) ერთჯერადად გათავისუფლდნენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურების გადახდისაგან. 2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა მოთხოვნასთან ერთად უნდა წარადგინონ შესაბამის ვაქცინაციის პუნქტებში ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა საჭირო არ არის, თუ ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის ფაქტის გადამოწმება შესაძლებელია შესაბამისი ელექტრონული საშუალებით.“. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების აღსრულება დაევალოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და იუსტიციის სახლს. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 20 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები