„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 796
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 01/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 16/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017287
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
796
01/12/2021
ვებგვერდი, 01/12/2021
040030000.22.027.017287
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/12/2021 - 15/05/2022)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №796

2021 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
ეს ბრძანება განსაზღვრავს საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული არქივის (შემდგომ – ეროვნული არქივი) მიერ პირთა მომსახურების განხორციელების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებულ დროებით წესსა და პირობებს.

მუხლი 2
1. საქართველოს მთავრობის ვაქცინაციის საკომუნიკაციო სტრატეგიის შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში საგანგებოდ მოწყობილ ვაქცინაციის პუნქტებში ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის ტერიტორიულ ორგანოებში − მობილურ იუსტიციის სახლებში ეროვნული არქივის მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების ვაქცინაციის დღეს წარდგენის შემთხვევაში, ერთჯერადად გათავისუფლდნენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხრილის მე-3 და მე-7 პუნქტებით დადგენილი მომსახურების საფასურების გადახდისგან (გარდა დაჩქარებული მომსახურებისა).

2. ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა მოთხოვნასთან ერთად უნდა წარადგინონ ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა საჭირო არ არის, თუ ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის ფაქტის გადამოწმება შესაძლებელია შესაბამისი ელექტრონული საშუალებით.

მუხლი 3
ამ ბრძანების აღსრულება დაევალოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – საქართველოს ეროვნულ არქივსა და იუსტიციის სახლს.

მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 20 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე