დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7/2001 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 03/10/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 106, 04/10/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.13.007.005.001 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/10/2001 - 12/04/2002)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №7/2001
2001 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
I. დამტკიცდეს შემდეგი საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმები თანდართული ნიმუშების მიხედვით:
1. საუბნო საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის შედეგების ოქმი;
2. ოლქში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;
3. ოლქში ჩატარებული კენჭისყრის წინასწარი შედეგების შემაჯამებელი ოქმი;
4. კანდიდატის მოწმობა;
5. პარტიის/ბლოკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის მოწმობა;
6. პარტიის/ბლოკის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის მოწმობა;
7. პარტიის/ბლოკის საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის მოწმობა;
8. ამომრჩეველთა ძირითადი, დამატებითი და გადასატანი საარჩევნო ყუთის სია;
9. საარჩევნო ბიულეტენის თავფურცელი;
10. საარჩევნო ბიულეტენი;
11. დამკვირვებლის მოწმობა;
12. ამომრჩევლის ბარათი;
13. საკონტროლო ფურცელი;
14. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიის რეგისტრაციის განცხადება;
15. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მასმედიის საშუალებების სააკრედიტაციო ბარათი;
16. განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიის რეგისტრაციისათვის;
17. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიის რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა;
18. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდები და შტამპი;
19. № 2 ვაკისა და №52 ბაღდათის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში გამოკლებული პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნებისათვის სპეციალური კონვერტი;
20. საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარმომადგენლის მოწმობა;
21. საარჩევნო უბანში მაჟორიტარი კანდიდატის წარმომადგენლის მოწმობა;
22. საარჩევნო ოლქში საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის მოწმობა;
23. საარჩევნო უბანში საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის მოწმობა;
24. № 2 ვაკისა და №52 ბაღდათის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში გამოკლებული პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნებისათვის ძირითადი საარჩევნო ყუთი;
25 № 2 ვაკისა №52 ბაღდათის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში გამოკლებული პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნებისათვის გადასატანი საარჩევნო ყუთი.
26. პარლამენტად წარდგენილი წევრობის კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი;
27. კანდიდატად წარდგენილი პირის სააღრიცხვო ბარათი.
II. საარჩევნო ოლქში კანდიდატთა დიდი რაოდენობის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია საარჩევნო ბიულეტენის ფორმაში მათი მონაცემები განთავსდეს რამდენიმე სვეტად.
III. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძე
კომისიის მდივანი მამუკა კოპალეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები