შპს „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ აქტივების მმართველ კომპანიად ლიცენზირების თაობაზე

შპს „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ აქტივების მმართველ კომპანიად ლიცენზირების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 266
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 01/09/2021
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/11/2021
სარეგისტრაციო კოდი
266
01/09/2021
ვებგვერდი, 24/11/2021
შპს „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ აქტივების მმართველ კომპანიად ლიცენზირების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №266

2021 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

შპს „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ აქტივების მმართველ კომპანიად ლიცენზირების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 524 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:

1. გაიცეს შპს „ფორსაით ინვესტმენტ გრუპზე“ (ს/ნ: 404616518) აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზია.

2. აღნიშნული განკარგულება 10 დღის განმავლობაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი                                            ნიკოლოზ გაგუა