„შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის №724 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 540
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.023096
540
19/11/2021
ვებგვერდი, 22/11/2021
040170020.10.003.023096
„შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის №724 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №540

2021 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

„შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის №724 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის №724 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 08/12/2020; 040170020.10.003.022446) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 28 დეკემბრიდან და ძალაშია ამოქმედებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი