„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 25/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 30/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.016928
72
25/11/2021
ვებგვერდი, 25/11/2021
010320040.22.026.016928
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №72

2021 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №91 ბრძანებით (ვებგვერდი, 21/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.016833) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამუშაო გამოცდილება საორგანიზაციო, საქმისწარმოების, საჯარო, პერსონალური ან კლასიფიცირებული ინფორმაციის მართვის, ფინანსების ან სამართლის სფეროებში – 5 წელი, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე – 2 წელი.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამუშაო გამოცდილება საორგანიზაციო, საქმისწარმოების, საჯარო, პერსონალური ან კლასიფიცირებული ინფორმაციის მართვის, ფინანსების ან სამართლის სფეროებში – 3 წელი, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე – 1 წელი.“.

3. 30-ე  37-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი დეკემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე