„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/11/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.136.016367
12
18/11/2021
ვებგვერდი, 22/11/2021
010250040.35.136.016367
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2021 წლის 18 ნოემბერი

დაბა ხულო

 

,,ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე  ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგეს:

მუხლი 1
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №5 დადგენილებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილების დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, პროპორციული სისტემით არჩეული 16 წევრისაგან და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 8 წევრისაგან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს მეხუთე მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის დღიდან.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე