დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 90-93 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/11/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/11/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310060000.35.101.016914 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-47 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: (www.matsne.gov.ge), 16/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 310060000.35.101.016051) და დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს: ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 12 ნოემბრის №21.1546.1735 განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტები, დანართი 1-ის შესაბამისად; ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 12 ნოემბრის №21.1546.1735 განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართვის უზრუნველსაყოფად ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტები, დანართი 2-ის შესაბამისად; გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 12 ნოემბრის №21.1546.1735 განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართვის უზრუნველსაყოფად ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების განრიგი, დანართი 3-ის შესაბამისად; დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 12 ნოემბრის №21.1546.1735 განკარგულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართვის უზრუნველსაყოფად ავტობუსების (M2 კატეგორია) მიერ მარშრუტებზე თვის განმავლობაში გასავლელი კილომეტრი, დანართი 4-ის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები