დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 35729 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 16/11/2021 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/11/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016650 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. ბრძანების პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №14): ა) მე-5 მუხლის: ა.ა) „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა1) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, წლიური საოპერაციო გეგმების შემუშავების და დამტკიცების კოორდინაცია, მათი შესრულების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;“; ა.ბ) „ა3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა3) გადამხდელთა კანონშესაბამისობის რისკის მართვის მოდელების ჩამოყალიბება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით ჩამოყალიბებული მოდელების იმპლემენტირება საოპერაციო გეგმებში;“; ა.გ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ -ტ7“ ქვეპუნქტები: ტ1) შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის შემუშავება; ტ2) შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება; ტ3) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შედეგებისა და შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში განახლება; ტ4) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგების, მართვის საინფორმაციო სისტემის შემუშავება; ტ5) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი; ტ6) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შედეგების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი წინადადებების შემუშავება და ცვლილებების ინიციირება; ტ7) შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიშის მომზადება და სამსახურის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.“; ბ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი)„რეფორმებისა და დაგეგმვის სამმართველო.“; გ) მე-8 მუხლის: გ.ა) „ა3“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.ბ) „ა5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა5) გადამხდელთა კანონშესაბამისობის რისკის მართვის მოდელების ჩამოყალიბება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით ჩამოყალიბებული მოდელების იმპლემენტირება საოპერაციო გეგმებში;“; გ.გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) გასვლითი და კამერალური საგადასახადო შემოწმებების დაგეგმვის მიზნით, საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემისა და ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზებში არსებული ან/და სხვა მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოვლენილ რისკის მქონე გადასახადის გადამხდელების შესახებ აუდიტის დეპარტამენტისათვის ინფორმაციის წარდგენა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების შედეგების განზოგადება;“; გ.დ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.ე) „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; გ.ვ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) გადამხდელთა კანონშესაბამისობის რისკების მართვისთვის საჭირო მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის ხარისხის კონტროლი და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით ხარისხის კონტროლის მექანიზმების შემუშავება;“; გ.ზ) „ო1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.თ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) მესამე მხარისაგან მისაღები ინფორმაციის იდენტიფიცირება, ინფორმაციის მისაღები შესაბამისი ფორმების შემუშავება;“; გ.ი) „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-10 მუხლის: დ.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის ხარისხის კონტროლი და ხარისხის კონტროლის მექანიზმების შემუშავება;“; დ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) გადამხდელთა მიერ დეკლარაციების დროულად წარმოდგენის უზრუნველსაყოფად მონაცემთა დამუშავება, მონიტორინგი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;“; დ.გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) არარეგისტრირებული გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;“; ე) 102 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 103 მუხლის: „მუხლი 103. რეფორმებისა და დაგეგმვის სამმართველო: რეფორმებისა და დაგეგმვის სამმართველოს ფუნქციებია: ა) შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის შემუშავება; ბ) შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმებისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება; გ) დაგეგმილი რეფორმებისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების ინდიკატორების განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში განახლება; დ) დაგეგმილი რეფორმებისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი; ე) დაგეგმილი რეფორმებისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შედეგების ანალიზის საფუძველზე, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და ცვლილებების ინიცირება; ვ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, წლიური საოპერაციო გეგმების შემუშავების და დამტკიცების კოორდინაცია, მათი შესრულების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი; ზ) სტრუქტურული ერთეულების/სტრუქტურული ქვედანაყოფების ანგარიშგების სისტემის შემუშავება და საჭირო ინფორმაციის შეგროვება; თ) საოპერაციო გეგმებით წინასწარ განსაზღვრულ და ფაქტობრივ შედეგებს შორის არსებული შეუსაბამობების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ი) სამსახურის სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმების, სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და საოპერაციო გეგმის შესრულების შუალედური/წლიური ანგარიშის მომზადება და სამსახურის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; კ) შემუშავებული წლიური საოპერაციო დაგეგმვის მეთოდოლოგიაში საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების ინიცირება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; მ) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“. 3. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის რეფორმებისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულება (დანართი №16) ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
|
დოკუმენტის კომენტარები