დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელწიფო სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-90/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/11/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/11/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016916 |
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელწიფო სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
|
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელწიფო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო – ემბლემა თანდართული სახით. 2. ემბლემის აღწერილობა – მეწამული არშიით შედგენილი ჰერალდიკური ფარის ვერცხლის ველზე გამოსახულია მეწამულით და ლაჟვარდით შედგენილი ორი ხელის სტილიზირებული გამოსახულება. მეწამული (წითელი) ფერის გამოსახულება (#FF0000. R:225; G:0; B:0. C:0 M:100; Y:100; K:0). ლაჟვარდი (ლურჯი) ფერის გამოსახულება (#374FA2. R:55; G:79; B:162. C:90 M:80; Y:0; K:0). ვერცხლი (თეთრი) ფერის გამოსახულება (#FFFFFF. R:255; G:255; B:255. C:0; M:0; Y:0; K:0). 3. ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა და აშ.) ხდება სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების გამოყენების წესები, შესაძლებელია, დაზუსტდეს სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით. 4. სააგენტო უზრუნველყოფს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარებას. 5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები