საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1028-VIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.09.001.016682
1028-VIმს-Xმპ
16/11/2021
ვებგვერდი, 18/11/2021
040030000.09.001.016682
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 167-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელ აუდიტორულ ფირმად (გარე აუდიტორად) არჩეულ იქნეს შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“.

2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 220 000 ლარით.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები აანაზღაუროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საპენსიო სააგენტომ.

4. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საპენსიო სააგენტოს, აუდიტორულ ფირმასთან (გარე აუდიტორთან) − შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოსთან“ გააფორმოს ხელშეკრულება.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეკახაბერ კუჭავა

 

თბილისი,

16 ნოემბერი 2021 წ.

N1028-VIმს-Xმპ