ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ზოგიერთი შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ზოგიერთი შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/11/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 28/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.133.016321
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
12
16/11/2021
ვებგვერდი, 17/11/2021
010260020.35.133.016321
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ზოგიერთი შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/11/2021 - 25/02/2022)

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2021 წლის 16 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ზოგიერთი შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ

საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი’’-ს 94-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის  შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტერის საკრებულო  დაადგინა:

1. დადგინდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ზოგიერთი შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია დიასამიძე



დანართი

 

1. მშენებლობის სახეობა:

(255-ე დადგენილება, მუხლი 4.)

 

2. განაშენიანების სახეობა:

(261-ე დადგენილება, მუხლი 40.)

 

3. ფუნქციური დანიშნულება

(261-ე დადგენილების 6-17 მუხლებიდან):

 

4. სამშენებლო ტერიტორიის მდებარეობა ფუნქციური ზონაში:

(261-ე დადგენილება, მუხლი 4. პუნქტი 2.)

 

5. სამშენებლო ტერიტორიის მდებარეობა სამშენებლო ქვეზონები:

(261-ე დადგენილება, მუხლი 4. პუნქტი 3.)

 

6. განაშენიანების ძირითადი პარამეტრები:

(261-ე დადგენილების დანართი #1)

 

მაქსიმალური დასაშვები კ-1 =

საპროექტო კ-1 =

დადგენილი კ-2 =

საპროექტო კ-2 =

დადგენილი კ-3 =

საპროექტო კ-3 =

განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე (მ) =

განაშენიანების სართულიანობა (რომაული ციფრებით, მაგ: III) =

 

მშენებლობის დეტალურ შეტყობინებაზე თანდართული დოკუმენტაცია

(255-ე დადგენილების მუხლი 23.)

1) საკადასტრო მონაცემები და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

2) ნებართვის მაძიებლის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების შემთხვევაში – მხოლოდ შესაბამისი რეკვიზიტები), ხოლო წარმომადგენლის მიერ განცხადების შეტანის შემთხვევაში – სათანადო რწმუნებულება;

3) ნებართვის მაძიებლის მოთხოვნა მიწის ნაკვეთის/შენობა-ნაგებობის განვითარებასთან დაკავშირებით (განმარტებითი ბარათი და შევსებული დანართი N1-ის ფორმა);

4) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა არსებული მდგომარეობით (მასშტაბი 1:500 ან 1:1000);

5) მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა (საჭიროების შემთხვევაში, დამატებით საკადასტრო რუკა) დადგენილი მასშტაბით;

6) მიწის ნაკვეთზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები;

7) თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსების დამადასტურებელი ფოტოსურათი;

8) არქიტექტურული პროექტი (255-ე დადგენილება, მუხლი მე-13);

9) საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევა;

10) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო დასკვნა

11) საჭიროების შემთხვევაში წინასაპროექტო კვლევის შედეგები;

12)  წინასაპროექტო გადაწყვეტილება (არსებობის შემთხვევაში);

13) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტაციას.