ხონის მუნიციპალიტეტში სოფელ პატარა გუბში მე-12 ქუჩისთვის სერგო აბზიანიძის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით

ხონის მუნიციპალიტეტში სოფელ პატარა გუბში მე-12 ქუჩისთვის სერგო აბზიანიძის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/11/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.119.016004
79
12/11/2021
ვებგვერდი, 17/11/2021
000000000.00.119.016004
ხონის მუნიციპალიტეტში სოფელ პატარა გუბში მე-12 ქუჩისთვის სერგო აბზიანიძის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №79

2021 წლის 12 ნოემბერი

ქ. ხონი

 

ხონის მუნიციპალიტეტში სოფელ პატარა გუბში მე-12 ქუჩისთვის სერგო აბზიანიძის სახელის  მინიჭებასთან დაკავშირებით

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გუბის  მკვიდრის  აწ გარდაცვლილი რესპუბლიკის დამსახურებული   ინჟინრის სერგო აბზიანიძის სახელის  უკვდავსაყოფად, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1. ხონის მუნიციპალიტეტში სოფ. პატრა გუბში №12 ქუჩას ეწოდოს ამავე სოფლის მკვიდრის რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერის სერგო აბზიანიძის  სახელი.

მუხლი 2. ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ სამართლებრივი აქტის მიღებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, ცნობარების დამზადება, კორექტირება და გავრცელება).

მუხლი 3. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 4. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მის.: სამტრედია, ძმები ნინუების ქ. №1) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე   ვალერი ბახტაძე.