შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორი-სათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორი-სათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 342
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 09/11/2021
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2021
სარეგისტრაციო კოდი
342
09/11/2021
ვებგვერდი, 18/11/2021
შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორი-სათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება 342

2021 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორისათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 52-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:

1. გაიცეს შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორზე“ (ს/ნ: 405482721) საბროკერო საქმიანობის ლიცენზია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელების მიზნით.

2. აღნიშნული განკარგულება 10 დღის განმავლობაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის 

ვიცე-პრეზიდენტი                                                                                                       ნიკოლოზ გაგუა