„რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 535
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 420000000.10.003.023091
535
15/11/2021
ვებგვერდი, 16/11/2021
420000000.10.003.023091
„რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
„რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №535

2021 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №23 დადგენილებაში (სსმ, 10,  28/01/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესში“:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესი“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოდან რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის (გადაყვანა-გადაზიდვის) განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის დანიშვნასთან, ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებასა და საქართველოში რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად უცხო სახელმწიფოს  ავიაგადამზიდველის აღიარებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს დანიშვნის, ფრენის სიხშირეების განაწილებისა და აღიარების განმახორციელებელ ორგანოსა და მის კომპეტენციას, დანიშნული ან აღიარებული ავიაგადამზიდველის უფლებამოსილებას.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები

ამ წესში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობებია:

ა) ავიაგადამზიდველის დანიშვნა – საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოსა და შესაბამის უცხო სახელმწიფოს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების (შემდგომში – საერთაშორისო ხელშეკრულება) და/ან საქართველოსა და უცხო სახელმწიფოების  საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული დოკუმენტისა (ოქმი, მემორანდუმი და ა.შ.) და ამ წესის შესაბამისად, კონკრეტულ საერთაშორისო საჰაერო ხაზზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ საქართველოს ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭება და აღნიშნულის თაობაზე საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ამ შესაბამისი უცხო სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლების წერილობით ინფორმირება;

ბ) შესაბამისი უცხო სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელთანაც საქართველოს დადებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულება და/ან რომლის საავიაციო ხელისუფლებასთანაც საქართველოს შესაბამის უწყებას  გაფორმებული აქვს დოკუმენტი (ოქმი, მემორანდუმი და ა.შ.), რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და ამ სახელმწიფოს სამოქალაქო აეროპორტებს შორის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების წესსა და პირობებს;

გ) ავიაგადამზიდველის აღიარება – სააგენტოს მიერ, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის სტატუსის აღიარება;

დ) დანიშვნის თარიღი – სააგენტოს მიერ, ავიაგადამზიდველის დანიშვნასთან დაკავშირებით, შესაბამისი უცხო სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებისათვის გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებული თარიღი;

ე) დანიშვნის მაძიებელი – საქართველოს ავიაგადამზიდველი, რომელსაც სააგენტოში წარდგენილი აქვს განცხადება რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მიღების თაობაზე;

ვ) ფრენის სიხშირის მაძიებელი – საქართველოს ავიაგადამზიდველი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად მინიჭებული აქვს რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსი და/ან სააგენტოში წარდგენილი აქვს განცხადება ფრენის სიხშირის მიღების შესახებ;

ზ) აღიარების მაძიებელი – უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველი, რომელსაც სააგენტოში წარდგენილი აქვს განცხადება აღიარებასთან დაკავშირებით;

თ) შეზღუდვა – საერთაშორისო ხელშეკრულების და/ან   სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული დოკუმენტის (ოქმი, მემორანდუმი და ა.შ.) შესაბამისად დადგენილი პირობა ფრენის სიხშირ(ეებ)ის და/ან დანიშნული ავიაგადამზიდველ(ებ)ის  რაოდენობის შესახებ;

ი) მოთხოვნა − :

ი.ა) დანიშნულ ავიაგადამზიდველთა რაოდენობის შესახებ – დანიშვნის პირველი მაძიებლის მიერ სააგენტოში წარდგენილი განცხადებიდან სააგენტოს მიერ რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში დანიშვნის მაძიებელთა რაოდენობა;

ი.ბ) ფრენის სიხშირეთა რაოდენობის შესახებ – ფრენის სიხშირის პირველი მაძიებლის მიერ სააგენტოში წარდგენილი განცხადებიდან სააგენტოს მიერ ფრენის სიხშირეების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში ფრენის სიხშირის მაძიებელთა მიერ მოთხოვნილი ფრენის სიხშირეთა ჯამური რაოდენობა;

კ) ფრენის სიხშირე – რეგულარული  ფრენების რაოდენობა კვირაში;

ლ) დანიშნული ავიაგადამზიდველი – საქართველოს ავიაგადამზიდველი, რომელსაც საერთაშორისო ხელშეკრულებით და/ან   საქართველოსა და უცხო  სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული დოკუმენტით (ოქმი, მემორანდუმი და ა.შ.)  დადგენილი პირობებისა და ამ წესის შესაბამისად კონკრეტულ საერთაშორისო საჰაერო ხაზზე მინიჭებული აქვს რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსი;

მ) უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველი – შესაბამის უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველი;

ნ) საქართველოს ავიაგადამზიდველი – საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველი;

ო) რეგულარული საჰაერო მიმოსვლა (გადაყვანა-გადაზიდვა) – მრავალჯერადი კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, რომელიც სრულდება გამოცხადებული განრიგის შესაბამისად და რომლით სარგებლობის უფლებაც აქვს ნებისმიერ მომხმარებელს;

პ) რეისის ჩაშლა – ავიაგადამზიდველის მიერ  დამტკიცებული ფრენის განრიგით გათვალისწინებული რეისის შეუსრულებლობა განრიგით გათვალისწინებული დროიდან 12 საათის განმავლობაში.“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. ზოგადი დებულებები

1. საქართველოდან/საქართველოში რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულებით და/ან   საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული დოკუმენტით (ოქმი, მემორანდუმი და ა.შ.) დადგენილი პირობების შესაბამისად.

2. საქართველოდან უცხო სახელმწიფოში რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ:

ა) ამ წესის შესაბამისად დანიშნულ საქართველოს ავიაგადამზიდველს;

ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებაში და/ან საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებულ დოკუმენტში (ოქმი, მემორანდუმი და ა.შ.) დანიშვნის მოთხოვნის არარსებობისას კი – საქართველოს ავიაგადამზიდველს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2  პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“  და „ვ“  ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტით  გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. უცხო სახელმწიფოდან საქართველოში რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების უფლება  აქვს მხოლოდ უცხო ქვეყნის იმ ავიაგადამზიდველს, რომელიც:

ა) დანიშნულია  საერთაშორისო ხელშეკრულების და/ან   საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული დოკუმენტის (ოქმი, მემორანდუმი და ა.შ.) შესაბამისად და აღიარებულია სააგენტოს მიერ, ამ წესის VI თავის შესაბამისად;

ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებაში და/ან საქართველოსა და უცხო  სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებულ დოკუმენტში (ოქმი, მემორანდუმი და ა.შ.) დანიშვნის მოთხოვნის არარსებობისას აკმაყოფილებს ამ წესის მე-16 მუხლით  გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

4. საერთაშორისო ხელშეკრულებაში  და/ან საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებულ დოკუმენტში (ოქმი, მემორანდუმი და ა.შ.) შეზღუდვის არსებობისას საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის დანიშვნა და/ან ფრენის სიხშირეების განაწილება ხორციელდება ამ წესის III თავის შესაბამისად.

5. საერთაშორისო ხელშეკრულებაში და/ან საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებულ დოკუმენტში (ოქმი, მემორანდუმი და ა.შ.) შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში დანიშვნა და/ან ფრენის სიხშირეების განაწილება ხორციელდება ამ წესის II თავის შესაბამისად.

6. დანიშვნას/აღიარებას/ფრენის სიხშირეების განაწილებას, აგრეთვე დანიშვნაზე/აღიარებაზე/ფრენის სიხშირეების განაწილებაზე უარის თქმას ან დანიშვნის/აღიარების/ფრენის სიხშირეების გაუქმებას ახორციელებს სააგენტო, ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

7. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. შეზღუდვის არსებობისას პირველივე დანიშვნის/ფრენის სიხშირის მაძიებლის მიერ სააგენტოში განცხადების წარდგენისას, სააგენტო დაუყოვნებლივ აქვეყნებს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციას და უგზავნის წერილობით შეტყობინებას საქართველოში რეგისტრირებულ მოქმედ ავიაკომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ რეგულარულ საერთაშორისო სამგზავრო ან სატვირთო გადაყვანა-გადაზიდვებს (იმის მიხედვით, თუ რომელი სახეობის დანიშვნას ან ფრენის სიხშირის მინიჭებას ითხოვს მაძიებელი).

9. საერთაშორისო ხელშეკრულებით და/ან ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული დოკუმენტით (ოქმი, მემორანდუმი და ა.შ.) ისეთი ახალი პირობების დაწესებისას, რომელიც ადგენს  დანიშნული ავიაგადამზიდველების და/ან ფრენის სიხშირეების უფრო ნაკლებ რაოდენობას, ახალი პირობების დაწესებამდე, ავიაგადამზიდველების დანიშვნის და/ან ფრენის სიხშირეების განაწილების თაობაზე სააგენტოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება (შეტყობინება) კარგავს იურიდიულ ძალას და ავიაგადამზიდველების დანიშვნა და/ან ფრენის სიხშირეების განაწილება ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დანიშნული ავიაგადამზიდველების რაოდენობაზე და/ან ფრენის სიხშირეებზე მოთხოვნა არ აჭარბებს საერთაშორისო ხელშეკრულებით და/ან შესაბამისი დოკუმენტით დადგენილი შეზღუდვით გათვალისწინებულ რაოდენობას.“.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ავიაგადამზიდველის დანიშვნა და/ან ფრენის სიხშირეების განაწილება შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში

1. შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში დანიშნული ავიაგადამზიდველის სტატუსის მოსაპოვებლად საქართველოს ავიაგადამზიდველი სააგენტოს წარუდგენს წერილობით მიმართვას, რომელიც უნდა  შეიცავდეს:

ა) მითითებას იმის შესახებ, თუ რომელ კონკრეტულ საერთაშორისო საჰაერო ხაზ(ებ)ზე მოითხოვს მაძიებელი დანიშვნას;

ბ) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდიდან, აგრეთვე რომელი საჰაერო ხომალდით (ხომალდებით) შესრულდება გადაყვანა-გადაზიდვა.

2. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა)  საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატისა და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის ასლი;

ბ)  საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის  სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება, მიადგეს  მგზავრს, ტვირთს, ბარგს და მესამე პირს ამ ექსპლუატანტის მოქმედებით;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჰაერო ხაზ(ებ)ის ექსპლუატაციისათვის შესაბამისი საჰაერო ხომალდების (ამასთან, არანაკლებ ორისა, რომელთა ბაზირების ადგილია საქართველო, დანიშვნის მოთხოვნის მომენტში იმყოფება საქართველოში და რომელთა ურთიერთჩანაცვლება, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით) დანიშვნის მაძიებლის მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი (ეს მოთხოვნა არ ვრცელდება სატვირთო ავიაკომპანიებზე);

დ) საჰაერო ხომალდ(ებ)ის რეგისტრაციის სერტიფიკატი;

ე) საჰაერო ხომალდ(ებ)ის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი;

ვ) საჰაერო ხომალდ(ებ)ის ხმაურის სერტიფიკატი.

3.  ფრენის სიხშირეების განაწილების მოთხოვნის შემთხვევაში, ავიაგადამზიდველმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს საქართველოს მომსახურე აეროპორტსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსთან შეთანხმებული რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განრიგის პროექტი.  სიხშირის მაძიებელი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს.

4. დანიშვნისა და ფრენის სიხშირის მაძიებლის განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

5. დანიშვნის და/ან სიხშირის მაძიებლის მიერ წარდგენილი ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობისას ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, სააგენტო მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას დანიშნული ავიაგადამზიდველის სტატუსის მინიჭების და/ან სიხშირის განაწილების თაობაზე.“.

5. მე-5 მუხლის:

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუქციონი არ ტარდება და დანიშვნის მაძიებელს ამ წესის მე-4 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად მიენიჭება დანიშნული ავიაგადამზიდველის სტატუსი, თუ მოთხოვნა დანიშნულ ავიაგადამზიდველთა რაოდენობაზე არ აჭარბებს შეზღუდვით განსაზღვრულ დანიშნულ ავიაგადამზიდველთა რაოდენობას.“;

) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოში განცხადების რეგისტრაციიდან არა უადრეს 5 (ხუთი) და არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში.“.

6. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. აუქციონის გამართვა

1. აუქციონს მართავს სააგენტო.

2. აუქციონის გამართვისათვის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით იქმნება კომისია, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ წესით.“.

7. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. აუქციონის გამართვის ვადები და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია

1. სააგენტო განსაზღვრავს აუქციონის გამართვის კონკრეტულ თარიღს, ამზადებს და წერილობით აწვდის საინფორმაციო შეტყობინებას დანიშვნის და/ან ფრენის სიხშირის მაძიებლებს.

2. ინფორმაციას აუქციონის გამართვის შესახებ აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა სააგენტო აქვეყნებს:

ა) სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ბეჭდვით ორგანოში.

3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) დანიშვნის განმახორციელებლის და/ან სიხშირის გამცემის დასახელებას;

ბ) კონკრეტული საერთაშორისო საჰაერო ხაზის დასახელებასა და მონაცემებს ამ საჰაერო ხაზზე შეზღუდვისა და ამ შეზღუდვათა საფუძვლების შესახებ;

გ) დანიშვნის და/ან სიხშირის მაძიებლის განცხადების მიღებისა და აუქციონის გამართვის ვადებს;

დ) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმს;

ე) საწყისი ფასის ოდენობას;

ვ) ბეს ოდენობას;

ზ) დანიშვნით/ფრენის სიხშირის განაწილებით მინიჭებული უფლებების განხორციელების დაწყების ვადას.

4. აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა.

5. განცხადების მიღების დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ  განცხადება არ მიიღება.“.

8. მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუქციონი ჩაშლილად ითვლება, თუ მისმა ვერცერთმა მონაწილემ ვერ დააკმაყოფილა ამ წესით დადგენილი მოთხოვნები.

3. აუქციონის ობიექტს წარმოადგენს:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აუქციონზე წარდგენილ კონკრეტულ საერთაშორისო საჰაერო ხაზზე  ფრენის კვირაში ერთი სიხშირე, გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აუქციონზე წარდგენილ კონკრეტულ საერთაშორისო საჰაერო ხაზზე დანიშნული ავიაგადამზიდველის სტატუსის მინიჭება.“.

9. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. განცხადება აუქციონში მონაწილეობის თაობაზე

1. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ ავიაგადამზიდველს.

2. დანიშნული ავიაგადამზიდველის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ დანიშვნის მაძიებელს, რომელმაც სააგენტოს უნდა წარუდგინოს:

ა) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული განცხადება და დოკუმენტაცია;

ბ) აუქციონში მონაწილეობისათვის ბეს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ფრენის სიხშირეების განაწილებასთან დაკავშირებულ აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ დანიშნულ ავიაგადამზიდველს (საერთაშორისო ხელშეკრულებაში და/ან საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებულ დოკუმენტში (ოქმი, მემორანდუმი და ა.შ.) დანიშვნის მოთხოვნის არსებობისას), რომელმაც განცხადებასთან ერთად სააგენტოს უნდა წარუდგინოს:

ა) ამ წესის მე-4 მუხლის  მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები;

ბ) აუქციონში მონაწილეობისათვის ბეს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. კომისია აუქციონის ჩატარების თარიღამდე არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა ადგენს მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისრულეს და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

5. მაძიებელი უფლებამოსილია, აუქციონის ჩატარების თარიღამდე ერთი სამუშაო დღით ადრე მოახდინოს დაშვებული უზუსტობების გასწორება.“.

10. მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, წევრთა რაოდენობასა და წევრებს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი.

4. საჭიროების შემთხვევაში, კომისია შეიძლება, დაკომპლექტდეს სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლ(ებ)ით.“.

11. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 11. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღების თაობაზე

აუქციონში მონაწილეობის თაობაზე მაძიებელს უარი ეთქმება, თუ:

ა) მაძიებლის მიერ არასრულად იქნა წარდგენილი ამ წესის მე-4 მუხლის პირველი, მე-2  და  მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები;

ბ) მის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.“.

12. მე-12 მუხლის:

) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისიის თავმჯდომარე აცხადებს სააუქციონო ობიექტს, პირობებს, აგრეთვე ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.“;

მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. აუქციონის მიმდინარეობა აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც აუქციონის დამთავრების შემდეგ ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. სხდომის ოქმი იკინძება და მოწმდება სააგენტოს ბეჭდით. ოქმში აისახება თითოეული მონაწილის მიერ დასახელებული მაქსიმალური ფასი.“;

) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ავიაგადამზიდველის დანიშვნის და/ან ფრენის სიხშირის განაწილების დამადასტურებელი შეტყობინება იგზავნება აუქციონში გამარჯვებულის მიერ დასახელებული თანხის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სააგენტოში წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარედგინოს სააგენტოს აუქციონის ჩატარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.“.

13. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საწყისი ფასი შეადგენს:

ა) ფრენის ერთ სიხშირეზე – 500 ლარს;

ბ) დანიშნული ავიაგადამზიდველის სტატუსის მინიჭებაზე – 1000 ლარს.“.

14. მე-14 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მაძიებელს, ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და/ან „ბ.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გაუუქმდა მოთხოვნილ საჰაერო ხაზზე დანიშნული ავიაგადამზიდველის სტატუსი და/ან ფრენის სიხშირე და გაუქმებიდან არ გასულა 1 (ერთი) წელი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მაძიებლის მიერ მოთხოვნის მომენტისთვის კონკრეტული საჰაერო ხაზის ექსპლუატაცია არ ხორციელდება საქართველოში რეგისტრირებული არცერთი ავიაგადამზიდველის მიერ).“.

15. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15. ავიაგადამზიდველის დანიშვნის და/ან ფრენის სიხშირის გაუქმების საფუძვლები

1. სააგენტო:

ა) აუქმებს ავიაგადამზიდველის დანიშვნას ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი შემთხვევის არსებობისას:

ა.ა) დანიშნული ავიაგადამზიდველის მოთხოვნა;

ა.ბ) დანიშნული ავიაგადამზიდველის ლიკვიდაცია;

ა.გ) დანიშნული ავიაგადამზიდველის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაუქმება;

ა.დ) კონკრეტულ საჰაერო ხაზზე ფრენის ყველა სიხშირის გაუქმება სააგენტოს მიერ;

ა.ე) დანიშვნის თარიღიდან სამი თვის განმავლობაში რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის შეუსრულებლობა, თუ სხვა ავიაგადამზიდველმა გამოთქვა აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ფრენების განხორციელების სურვილი და არსებული შეზღუდვის გამო შეუძლებელია მისი საჰაერო ხაზზე დაშვება;

ა.ვ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისას;

ბ) აუქმებს ფრენის სიხშირეს ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი შემთხვევის არსებობისას:

ბ.ა) დანიშნული ავიაგადამზიდველის მოთხოვნა;

ბ.ბ) კონკრეტულ საჰაერო ხაზზე ავიაგადამზიდველის დანიშვნის გაუქმება;

ბ.გ) დანიშნული ავიაგადამზიდველის მიერ სანავიგაციო სეზონზე (ნოემბერი-მარტი, აპრილი-ოქტომბერი) სააგენტოს მიერ დამტკიცებული განრიგით გათვალისწინებული მოცემული მიმართულებით რეგულარული რეისების არასაპატიო მიზეზით ჩაშლის 6 (ექვსი) შემთხვევა, თუ სხვა ავიაგადამზიდველმა ამ სანავიგაციო სეზონის განმავლობაში გამოთქვა აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ფრენების განხორციელების სურვილი და არსებული შეზღუდვის გამო შეუძლებელია მისი საჰაერო ხაზზე დაშვება. (ამ შემთხვევაში, უქმდება განრიგით გათვალისწინებული ნებისმიერი სიხშირე. ავიაგადამზიდველი არ იზღუდება, გადაანაწილოს დარჩენილი სიხშირეები კვირის დღეებზე სურვილისამებრ);

ბ.დ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისას.

2. რეისის ჩაშლა საპატიოდ ჩაითვლება, თუ იგი გამოწვეულია ავიაგადამზიდველისაგან დამოუკიდებელი დაუძლეველი გარემოებებით ან თუ ავიაგადამზიდველი განრიგით გათვალისწინებული რეისის დრომდე არანაკლებ ხუთი დღით ადრე აღნიშნულის შესახებ აცნობებს სააგენტოს (ასეთი შეტყობინება არ უნდა იყოს სეზონის განმავლობაში 5-ზე მეტი).“.

16. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16. აღიარების მისაღებად წარსადგენი საბუთები

1. აღიარების მისაღებად უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველი მიმართავს სააგენტოს განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) მითითებას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელ საერთაშორისო საჰაერო ხაზზე აპირებს იგი რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელებას;

ბ) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდიდან და კვირაში რა სიხშირით, აგრეთვე რომელი საჰაერო ხომალდით (ხომალდებით) შესრულდება გადაყვანა-გადაზიდვა.

2. განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ავიაგადამზიდველის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოწმობის (სერტიფიკატის) ასლი;

ბ) უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი  დოკუმენტების ასლები იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება, მიადგეს მგზავრს, ტვირთს, ბარგს ან/და მესამე პირს ამ ექსპლუატანტის ქმედებით;

გ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა (წესი);

დ) საქართველოს მომსახურე აეროპორტსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსთან შეთანხმებული რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განრიგის პროექტი;

ე) საჰაერო ხომალდ(ებ)ის რეგისტრაციის სერტიფიკატი;

ვ) საჰაერო ხომალდ(ებ)ის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი;

ზ) საჰაერო ხომალდ(ებ)ის ხმაურის სერტიფიკატი.“.

17. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. სააგენტო ვალდებულია, აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანოს და  შეატყობინოს განმცხადებელს განცხადებისა და თანდართული საბუთების სრული პაკეტის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ საერთაშორისო ხელშეკრულება სხვა ვადას არ ითვალისწინებს.“.

18. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის მიერ წარდგენილი, ამ წესის  მე-16 მუხლით გათვალისწინებული განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისას, სააგენტო აღიარებს უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველს – უმტკიცებს მას ამ წესის შესაბამისად წარდგენილი რეგულარული  ფრენის განრიგს.“.

19. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. აღიარების გაუქმება

სააგენტოს უფლება აქვს, გააუქმოს აღიარებული უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის სტატუსი აღიარების თაობაზე საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ამ წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“.

20. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

მუხლი 20. დანიშნული/აღიარებული ავიაგადამზიდველის უფლებამოსილება

დანიშნული/აღიარებული ავიაგადამზიდველი უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს დანიშვნით/აღიარებით გათვალისწინებულ საერთაშორისო საჰაერო ხაზზე რეგულარული გადაყვანა-გადაზიდვები საქართველოსა და შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულების და/ან საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული დოკუმენტის (ოქმი, მემორანდუმი და ა.შ.) შესაბამისად;

ბ) მოითხოვოს არარეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის შესრულების შეზღუდვა იმ საჰაერო ხაზზე, რომელზედაც იგი ახორციელებს რეგულარულ გადაყვანა-გადაზიდვას;

გ) განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილება.“.

21. 21- მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს მონაცემები შეაქვს დანიშვნის/აღიარების უწყებრივ რეესტრში გადაწყვეტილების მიღებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.“;

) მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

22.  22- მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი