დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1199-VIIრს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 22/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.05.001.020479 |
|
„ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.04.2014, სარეგისტრაციო კოდი: 360050000.05.001.017387) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის: ა) მე-2−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობია 73 765 ჰექტარი. იგი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
3. ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის დასავლეთი საზღვარი წერტილიდან (გეოგრაფიული კოორდინატები: X485936.3, Y4718388.3) წერტილამდე (გეოგრაფიული კოორდინატები: X486200.4, Y4722612.6) და ჩრდილოეთი საზღვარი წერტილიდან (გეოგრაფიული კოორდინატები: X496522.2, Y4732912.4) წერტილამდე (გეოგრაფიული კოორდინატები: X525284.1, Y4713055.3) მიუყვება რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვარს.
4. როშკის ბუნების ძეგლის საერთო ფართობია 110 ჰექტარი. იგი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
5. ასის აღკვეთილის საერთო ფართობია 3943 ჰექტარი. იგი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ასის აღკვეთილის ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი წერტილიდან (გეოგრაფიული კოორდინატები: X486200.4, Y4722612.6) წერტილამდე (გეოგრაფიული კოორდინატები: X496522.2, Y4732912.4) მიუყვება რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვარს.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ფშავ-ხევსურეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა) მოიცავს ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის პერიმეტრის შიგნით არსებულ შემდეგ ტრადიციულ თემებს: არხოტს, შატილს, მიღმახევს, აგრეთვე ფშავის ნაწილს (საერთო ფართობი − 2503 ჰექტარი).“; დ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა, მათი დაცვისა და გამოყენების რეჟიმი 1. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. ფშავ-ხევსურეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაში (დამხმარე ზონაში) შემავალი დასახლებების მცხოვრებლების პირადი მოხმარებისთვის, აგრეთვე დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მრგვალი მორის გაცემა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 22 დეკემბერი 2021 წ. N1199-VIIრს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები