სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „საზღვაო ჰოსპიტალი“
მიღების თარიღი 12/11/2021
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2021
სარეგისტრაციო კოდი
0
12/11/2021
ვებგვერდი, 16/11/2021
სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „საზღვაო ჰოსპიტალი“
შეტყობინება
სააქციო საზოგადოება „საზღვაო ჰოსპიტლის“ საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „საზღვაო ჰოსპიტლის“ (საიდენტიფიკაციო კოდი №245442695. იურიდიული მისამართი: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის  ქ. №102.ბ.) სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერებს საერთო კრებაზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქ. №102 ბ, 2021 წლის 07 დეკემბერს, 16:00 საათზე.

აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხს:

1. აუდიტორული კომპანიის შერჩევა;

2. აქციონერებისგან აქციების გამოსყიდვის გადაწყვეტილების მიღება;

3. 2021 წლის  საქმიანობის ცხრა თვის ფინანსური ანგარიში (მომხსენებელი გურამ საფარიძე);

4. სს „საზღვაო ჰოსპიტლის“ მოკლევადაიანი სამოქმედო გეგმა, (მომხსენებელი გრიგოლ ჭყონია, თანამომხსენებელი გურამ საფარიძე);

5. 2021 წლის 06 აგვისტოს №2 კრების შესაბამისად, მე-5-ე საკითხის დაზუსტება.

6. სხვადასხვა.

დღის წესრიგის საკითხების  შესახებ  დაწვრილებით ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „საზღვაო ჰოსპიტლის“ დირექტორატში.

დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა, როგორც კრებაზე, ასევე წერილობით, თუ ამგვარი წერილობითი  მოთხოვნა წარდგენილი იქნება  2021 წლის 27 ნოემბრამდე მასზე იქნება  გაცემული პასუხი ან შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულები არიან ის აქციონერები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში,  2021 წლის 11 ნოემბრის მდგომარეობით.

 

სს „საზღვაო ჰოსპიტალი“ -ს დირექტორი:                                          გურამ საფარიძე

 

                                                                                                                       11.11.2021 წ.