დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/11/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140030000.22.034.017168 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 25/04/2018, 140030000.22.034.016745) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ქვეპუნქტი: „დ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობების შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობას და ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;“. 2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობების შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;“. 3. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. რეგიონული მთავარი სამმართველოები, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ წინამდებარე დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ1“ ქვეპუნქტით, მე-9 მუხლით (გარდა „ზ“ ქვეპუნქტისა) და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ და „თ“-„მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები