„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 80
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 01/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016936
80
01/12/2021
ვებგვერდი, 02/12/2021
120340000.22.026.016936
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №80

2021 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:


მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებით (ვებგვერდი, 11/07/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016500) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:  

1. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 33

1. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გასაცემად, ტარებისა და შენახვის უფლების მისაღებად მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას:

ა) უნდა ეკავოს „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობის პირთა ნუსხის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობა; 

ბ) მის  მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;

გ) გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან საცეცხლე მომზადება. 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლის კურსი ან მას ქვედანაყოფში შესრულებული უნდა ჰქონდეს „სასროლი იარაღითა და ყუმბარსატყორცნებით სროლის კურსით“ განსაზღვრული „სროლის სავარჯიშოები პისტოლეტით“. დასაშვებია აღნიშნული საცეცხლე მომზადების გავლა მოსამსახურის მიერ წარმოდგენილი საბრძოლო მასალით.

3. მოსამსახურემ უფლებამოსილ პირს უნდა წარუდგინოს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საცეცხლე მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. უფლებამოსილ მოსამსახურეს, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი გადაეცემა პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემასთან ერთად უფლებამოსილ მოსამსახურეს გადაეცემა „სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების მოწმობა“ (დანართი №30), რომელსაც გასცემს სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი.

5. მოსამსახურე, რომელსაც კანონმდებლობის საფუძველზე, უფლება აქვს ატაროს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, მის საკუთრებაში არსებულ იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭების მიზნით, განცხადებით მიმართავს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, რომლის მიერ შესაბამისი შუამდგომლობა წარედგინება სარდლობას. მოსამსახურის საკუთრებაში არსებული იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება/მოხსნა ხორციელდება ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლის სამართლებრივი აქტით.

6. მოსამსახურეს, რომელზეც გაიცემა სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, უნდა ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესთან დაკავშირებით, რაც ფიქსირდება შესაბამის უწყისში (დანართი №31) მოსამსახურის ხელმოწერით.

7. მოსამსახურეს სამსახურიდან დათხოვნისას/გათავისუფლებისას, სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებისას ან კადრების განკარგულებაში გადაყვანის დროს ევალება, მასზე განპიროვნებული სამინისტროს ბალანსზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ჩააბაროს შესაბამის ქვედანაყოფს. ქვედანაყოფის ხელმძღვანელებს ევალებათ მკაცრ კონტროლზე აიყვანონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ქვედანაყოფში ჩაბარების საკითხი და გაატარონ შესაბამისი ზომები.

8. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მიმაგრებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მოსამსახურეს შეიძლება ჩამოერთვას სამინისტროს ბალანსზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, თუ მის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული/დისციპლინური საქმისწარმოება ან მოქმედებს ადმინისტრაციული სახდელი/დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, მოსამსახურის საკუთრებაში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღს უფლებამოსილი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე, სარდლობის მიერ ეხსნება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი.“.

2. 33-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 331, 332 და 333 მუხლები შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 331

 1. მოსამსახურის სასწავლო ან სხვა მიზნით საზღვარგარეთ მივლინებისას, იგი ვალდებულია სამინისტროს ბალანსზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ჩააბაროს შესაბამის ქვედანაყოფს, თუ სამსახურებრივი აუცილებლობა არ მოითხოვს მოსამსახურის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით  მივლინებას, ამ შემთხვევაში მოსამსახურის სამსახურებრივ საშტატო იარაღის საზღვარგარეთ გატანა ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მოსამსახურე ვალდებულია კერძო ვიზიტით საზღვარგარეთ გამგზავრებისას სამინისტროს ბალანსზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ჩააბაროს შესაბამის ქვედანაყოფს.

3. მოსამსახურის სამსახურებრივი ან სხვა მიზნით საზღვარგარეთ გამგზავრებისას, მის საკუთრებაში არსებული იარაღი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი შესაძლებელია დროებით შენახულ იქნეს ქვედანაყოფში ან მოსამსახურემ უზრუნველყოს მისი შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 332

1. მოსამსახურემ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარებისას თან უნდა იქონიოს სამინისტროს მიერ გაცემული იარაღის მოწმობა.

2. მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას სამსახურებრივ-საშტატო იარაღთან დაკავშირებით „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა- გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებით განსაზღვრული რეგულაციები, ამასთან მოსამსახურეს ეკრძალება:

ა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება:

ა.ა) ღიად (გამოსაჩენად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსამსახურე ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას;

ა.ბ) ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში;

ბ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემა სხვა პირისათვის;

გ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის დემონსტრირება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში;

დ) მშვიდობიანობის დროს, ქვედანაყოფის ადმინისტრაციულ შენობაში ან სამუშაო ადგილზე ყოფნისას მასზე მიმაგრებულ სამსახურებრივ-საშტატო იარაღზე მჭიდის მორგება ან მისი დატენილ მდგომარეობაში ქონა, გარდა შესაბამის განწესში ყოფნისა.

3. მოსამსახურემ შეძლებისდაგვარად უნდა გაითვალისწინოს, რომ არამიზანშეწონილია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება:

ა) საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებზე (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი, სადღესასწაულო დღეები და ა.შ.) დასწრებისას;

ბ) რესტორანში, ბარში, კაფეში, სავაჭრო ცენტრში და სხვა მსგავსი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ყოფნისას;

გ) ტრენინგზე, კონფერენციაზე,  სემინარზე, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებისას.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში იარაღის მიმაგრებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) გააუქმოს მოსამსახურეზე სამინისტროს ბალანსზე არსებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მიმაგრების ბრძანება, ჩამოართვას იარაღი მოსამსახურეს და უზრუნველყოს მისი ჩაბარება შესაბამის ქვედანაყოფში;

ბ) შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს  სარდლობას მოსამსახურის საკუთრებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მოხსნის თაობაზე. ამ შემთხვევაში სარდლობა ვალდებულია მოსამსახურის საკუთრებაში არსებულ იარაღს მოუხსნას სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი.

5. მოსამსახურეს, რომლის საკუთრებაში არსებულ იარაღს, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოეხსნა სამსახურებრივ - საშტატო იარაღის სტატუსი, შესაძლებელია  საკუთრებაში არსებულ იარაღზე ასეთი სტატუსი კვლავ მიენიჭოს მის ზემდგომ მეთაურთან შეთანხმებით.

მუხლი 333

1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენება ხორციელდება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. საცხოვრებელ ადგილას სამსახურებრივ-საშტატო იარაღი და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალები მოსამსახურემ უნდა შეინახოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. იარაღის და საბრძოლო მასალის დაკარგვისას ან გატაცებისას მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს და მის უშუალო ხელმძღვანელს.“.

3. №29 დანართის შემდეგ დაემატოს  №30 და  №31 დანართები შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №30

 

 

დანართი №31

 

სამსახურებრივ - საშტატო იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების

ინსტრუქტაჟის ჩატარების

უ წ ყ ი ს ი

1. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე მოსამსახურე პირადად არის პასუხისმგებელი მის დაცვასა და მოვლაზე.

2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე მოსამსახურე ვალდებულია თან იქონიოს იარაღის დამადასტურებელი მოწმობა (პლასტიკური ბარათი) ან ,,სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მიმაგრებისა და გაცემის შესახებ“ უფლებამოსილი პირის ბრძანების ასლი.

3. მოსამსახურის საცხოვრებელ ადგილას  სამსახურებრივ-საშტატო იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს ისეთ მდგომარეობასა და პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლა და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა. იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა უნდა მოხდეს დაკეტილ სათავსოში ან/და იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა.

4. მოსამსახურეს ეკრძალება:

ა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება:

ა.ა) ღიად (გამოსაჩენად), გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას აცვია სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას;

ა.ბ) ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში;

ა.გ) იარაღის გადაცემა სხვა პირისათვის;

ა.დ) იარაღის დემონსტრირება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში;

ბ) მშვიდობიანობის დროს, ქვედანაყოფის ადმინისტრაციულ შენობაში და სამუშაო ადგილზე ყოფნისას სამსახურებრივ-საშტატო იარაღზე მჭიდის მორგება ან მისი დატენილ მდგომარეობაში ქონა.

5. მოსამსახურემ შეძლებისდაგვარად უნდა გაითვალისწინოს, რომ არამიზანშეწონილია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება:

ა) საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებზე (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი, სადღესასწაულო დღეები და ა.შ.) დასწრებისას;

ბ) რესტორანში, ბარში, კაფეში, სავაჭრო ცენტრში და სხვა მსგავსი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ყოფნისას;

გ) ტრენინგზე, კონფერენციაზე,  სემინარზე, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებისას.

6. სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის დაკარგვის ან გატაცების შემთხვევაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე მოსამსახურე ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ  შეატყობინოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ უწყებას და უშუალო ხელმძღვანელს.

7. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენება დაიშვება მხოლოდ მისი დანიშნულებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე საკუთარი და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.

8. მოსამსახურე, რომელიც არ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას, ვალდებულია იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევის შესახებ აცნობოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ უწყებას და უშუალო ხელმძღვანელს.

9. მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას იარაღის შენახვასთან, ტარებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული, კანონომდებლობით განსაზღვრული სხვა რეგულაციები.

 

ინსტრუქტაჟის ჩატარების თარიღი

ვის ჩაუტარდა ინსტრუქტაჟი

შენიშვნა

წოდება

გვარი და სახელი

ხელმოწერა

1

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

ინსტრუქტაჟი ჩაატარა:

_________________________________                                                                     _________________

        (წოდება, გვარი, სახელი)                                                                                       (ხელმოწერა)“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე