„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 530
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 110070000.10.003.023086
530
10/11/2021
ვებგვერდი, 11/11/2021
110070000.10.003.023086
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №530

2021 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში (www.mastne.gov.ge, 11/01/2021, 110070000.10.003.022554) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის („სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა“) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 14. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 000 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის სახელმწიფო პროგრამა

თანხა ლარში

სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად გაცემული დასკვნის გამოსავლენად, სამედიცინო გადამოწმების მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გამოკვლევა მიმწოდებლის მიერ

730

სამივლინებო ხარჯები

270

სულ:

1 000.“.

                                                                                                         

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი