დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №825 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 531 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/11/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.023087 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №825 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, 280120000.10.003.022548) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის“ დანართ 2-ის („ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა“):
1. დანართ 2.9-ის („განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“): ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები ქვეპროგრამის ღონისძიებებია: ა) ბენეფიციარის ჩარიცხვიდან 30 დღის განმავლობაში ინდივიდუალური მომსახურების გეგმის (გრძელვადიანი და მოკლევადიანი გაზომვადი მიზნებით) შედგენა, რომელიც ბავშვის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით უნდა მოიცავდეს ბენეფიციარისათვის/მშობლისათვის მორალური და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, სოციალური, თვითმოვლისა და კომუნიკაციური უნარების გაძლიერებასა და სოციალურ ინტეგრაციაში ხელშეწყობას; ბ) ბავშვის შეფასება და მომსახურების მიწოდება ბინაზე ან, საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებული ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შესაბამისად ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს მომვლელისა და განვითარების სპეციალისტის მომსახურებას (გარდა რთული ქცევის მქონე ბენეფიციარებისა). საჭიროების შემთხვევაში, გეგმის შესაბამისად განსაზღვრული მულტიდისციპლინური გუნდის სათანადო სპეციალისტ(ებ)ის (მათ შორის, საჭიროებისამებრ: ოკუპაციური თერაპევტის, ფიზიკური თერაპევტის, მეტყველების სპეციალისტის, ფსიქოლოგის, პედიატრის) მომსახურებას. თვეში მომსახურება გულისხმობს არაუმეტეს 44 საათს. ამასთან, მომსახურების ფარგლებში: ბ.ა) განვითარების სპეციალისტი, მულტიგუნდთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს: ბ.ა.ა) ბენეფიციარის შეფასებასა და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავებას/განხორციელებას; ბ.ა.ბ) ბენეფიციართა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას; ბ.ა.გ) ბენეფიციარისა და ოჯახის წევრებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებასა და მხარდაჭერას; ბ.ა.დ) ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭირო უნარების განვითარებასა და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას; ბ.ა.ე) ბავშვისა და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას; ბ.ბ) მომვლელი, მულტიგუნდთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს: ბ.ბ.ა) ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს; ბ.ბ.ბ) ბენეფიციარის მოვლასა და დახმარებას საკვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში; გ) რთული ქცევის მქონე ბენეფიციართათვის ქცევის თერაპევტის ან/და პროგრამის ხელმძღვანელის − ფსიქოლოგის მიერ გამოვლენილი საჭიროებების შემთხვევაში, რომელიც დადასტურებულია არგუმენტირებული ხელმოწერილი დასკვნით, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია უფლებამოსილია, გაუფორმოს ხელშეკრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის ბენეფიციარებზე ინდივიდუალური ზრუნვის განხორციელებას; დ) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ზრუნვის დრო და ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს შრომის კანონმდებლობას და გაწერილი უნდა იყოს ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში; ე) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ზედამხედველობას უწევს შემთხვევის მართვის მენეჯერი, რომელიც არის დამოუკიდებელი ქცევის თერაპევტი ან სუპერვიზორი და კონსულტანტი რთული ქცევის მართვის საკითხებში, რომელიც არის პროფესიით ფსიქოლოგი, აქვს დამოუკიდებელი პრაქტიკა რთული ქცევის მქონე ბავშვებსა და მოზარდებთან და მეთოდოლოგიურად ეყრდნობა ქცევის გამოყენებით ანალიზს და შეუძლია რთული ქცევის მართვაზე პროფესიული ზედამხედველობის განხორციელება; ვ) შემთხვევის მართვის მენეჯერი უზრუნველყოფს: ვ.ა) რთული ქცევის ფუნქციურ შეფასებას; ვ.ბ) რთული ქცევის შეფასებას; ვ.გ) ბენეფიციარის განვითარების შეფასებასა და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენას; ვ.დ) ბენეფიციარის ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას; ვ.ე) ბენეფიციართან მომუშავე სპეციალისტებისა და ოჯახის წევრებისთვის რეკომენდაციების მიწოდებასა და მხარდაჭერას; ვ.ვ) ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭირო უნარების განვითარებასა და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას; ვ.ზ) ბავშვისა და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას; ვ.თ) ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირების ჩართვის საჭიროების განსაზღვრას; ვ.ი) ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირების სამუშაო საათების დადგენას; ვ.კ) ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირების სუპერვიზიას; ვ.ლ) ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირებისთვის სამუშაო რეკომენდაციების გაცემას; სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიისა და ტექნიკების მონიტორინგს; ვ.მ) ქცევის ფუნქციის დადგენის და/ან შემზღუდავი/შემაფერხებელი ტექნიკების გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, კონსულტანტ BCBA-ის ჩართვას; ზ) კონსულტანტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები და სამუშაო აღწერილობა მოიცავს: ზ.ა) ბავშვთან/მოზარდთან მომუშავე მულტიდისციპლინური გუნდისა (კანონიერი წარმომადგენელი, ქეისის მენეჯერი − განვითარების სპეციალისტები და/ან ქცევითი თერაპევტი) და პროგრამის ხელმძღვანელის კონსულტაციას რთული ქცევის ფუნქციურ შეფასებაში; ზ.ბ) ქცევის ფუნქციური ანალიზისთვის საჭირო ჩანაწერების ფორმების შემუშავებაში პროგრამის სპეციალისტების კონსულტაციას; ზ.გ) ქცევის ფუნქციური ანალიზის გაკეთება ბავშვთან/მოზარდთან მომუშავე სპეციალისტების ჩანაწერების საფუძველზე; ზ.დ) პროგრამის სპეციალისტების (ფსიქოლოგი/განვითარების სპეციალისტი/ქცევითი თერაპევტი) მიერ, ბავშვის/მოზარდის განვითარების საფეხურის საფუძველზე, პროგრამის ხელმძღვანელისა და ქეისის მენეჯერის კონსულტაციას კრიზისული ინტერვენციის გეგმის შემუშავებაში; თ) კონსულტანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: თ.ა) რთული ქცევის მქონე ბავშვებთან/მოზარდებთან მინიმუმ 4-წლიანი მუშაობის გამოცდილება ბუნებრივ გარემოში (სკოლა, სახლი, დღის ცენტრი), ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით; თ.ბ) ბავშვების/მოზარდების ოჯახებთან მუშაობისა და პირველადი ფსიქო-სოციალური დახმარების გაწევის გამოცდილება; თ.გ) ოჯახის წევრებისა და ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების სუპერვიზიისა და სწავლების გამოცდილება ქოუჩინგის მეთოდით; თ.დ) BCBA-ის (The Board Certified Behavior Analyst) ხარისხი ან BCBA-ის სასერტიფიკატო კურსის მონაწილე, რომელიც ამჟამად ახორციელებს პრაქტიკას BCBA-ის სუპერვიზიით.“; ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) რთული ქცევის მქონე ბენეფიციარის შემთხვევაში, ქცევის თერაპევტის ან/და პროგრამის ხელმძღვანელის − ფსიქოლოგის ხელმოწერილი დასკვნა.“; გ) მე-4 მუხლის: გ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის, არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ ბენეფიციარის საჭიროებათა შეფასებისა და ბავშვის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის გადახედვის საფუძველზე, მატერიალიზებული ვაუჩერის მოქმედების ვადა შეიძლება, გაგრძელდეს ავტომატურად, მათ შორის, წინა წელს ამავე ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებზე. ამასთან, კომპონენტის ფარგლებში, ბინაზე მოვლის დაფინანსებული მომსახურების ლიმიტი ერთი ბენეფიციარისთვის თვეში ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს მომვლელისა და განვითარების სპეციალისტის და, საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტ(ებ)ის (მათ შორის, საჭიროებისამებრ: ოკუპაციური თერაპევტის, ფიზიკური თერაპევტის, მეტყველების სპეციალისტის, ფსიქოლოგის, პედიატრის) მომსახურებას, სულ – არაუმეტეს 44 საათისა (გარდა რთული ქცევის მქონე ბენეფიციარებისა).“; გ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი ერთი პირის ანაზღაურება შეადგენს სამუშაო დღეებში საათში 10 ლარს (არაუმეტეს დღეში 18 საათისა), ხოლო არასამუშაო დღეებში − საათში 12 ლარს (არაუმეტეს დღეში 18 საათისა). მომსახურება ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მომდევნო თვის 10 რიცხვამდე, ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი ანგარიშის შესაბამისად.“; გ.გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის მართვის მენეჯერისა და კონსულტანტის მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი წარუდგენს ზრუნვის სააგენტოს ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოს შესაბამისად. ამასთან, ერთი ბენეფიციარისათვის შემთხვევის მართვის მენეჯერის მიერ შესრულებული სამუშაო, რომელიც შეადგენს თვეში ოთხ საათს, ფინანსდება საათში 80 ლარით, ხოლო კონსულტანტის მიერ განხორციელებული პროფესიული ზედამხედველობა, რომელიც შეადგენს თვეში ოთხ საათს, ფინანსდება საათში 100 ლარით.“. 2. დანართ 2.12-ის („სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა“): ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფა ერთ ოთახში ერთად არაუმეტეს 3 ბენეფიციარისათვის, ხოლო ერთ შენობაში − არაუმეტეს 6 ბენეფიციარისა;“; ბ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მიატოვა სწავლა (არაუმეტეს ერთი სემესტრისა);“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები