„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 ივნისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 ივნისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 532
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.023088
532
10/11/2021
ვებგვერდი, 11/11/2021
360160000.10.003.023088
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 ივნისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №532

2021 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 ივნისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 ივნისის №286 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/06/2021, 360160000.10.003.022841) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლი − მიწის ნაკვეთზე ან/და მის ნაწილზე არსებული ხელოვნურად გაშენებული ან/და ბუნებრივად აღმოცენებული მერქნიან მცენარეთა მწკრივი (მწკრივები), რომლის (რომელთა) მიზანია ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფა და გაბატონებული ქარებისაგან მათი დაცვა;

ბ) ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის ტერიტორია − მიწის ნაკვეთი ან/და მისი ნაწილი, რომელზეც სრულად ან ნაწილობრივ შენარჩუნებულია ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლი ან რომელზეც ფიქსირდება ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლისთვის დამახასიათებელი მერქნიანი მცენარეების ერთეული ძირები, ასეთი მცენარეების ნარჩენები ან/და ახალი აღმონაცენები, ასევე ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის არსებობის სხვა ნიშნები, მიუხედავად იმისა, სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტების მიხედვით დგინდება თუ არა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან/და მისი ნაწილი წარმოადგენდა ქარსაფარ ზოლს;“.

2. მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ ქარსაფარი ზოლის ტერიტორია მოქცეულია კერძო საკუთრებაში არსებულ  მიწის ნაკვეთზე ან/და მის ნაწილზე, ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია წარმოებს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობით.

4. თუ სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი ან/და მისი ნაწილი წარმოადგენდა ქარსაფარი ზოლის ტერიტორიას, თუმცა მასზე არ არის შენარჩუნებული მწვანე ნარგავები და არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა გამორიცხავს მიწის ნაკვეთის ქარსაფარი ზოლის ტერიტორიად გამოყენებას (მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა/ნაგებობა, მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო ნარგავები, კომუნიკაციის ობიექტები და სხვა), ამგვარ ტერიტორიაზე არ წარმოებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობა.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის რეგისტრაცია

1. სახელმწიფო საკუთრების ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, სააგენტო ინვენტარიზაციის შედეგებსა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

2. თუ ქარსაფარი ზოლის ტერიტორია მოქცეულია კერძო საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ან/და მის ნაწილზე, ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის მიზნით შედგენილი დოკუმენტაცია ინახება სააგენტოში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი