„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 297
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.017524
297
10/11/2021
ვებგვერდი, 11/11/2021
040030000.22.033.017524
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №297

2021 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25/05/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016192) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი, ფინანსური დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი, დავების დეპარტამენტი, ანალიტიკური დეპარტამენტი, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის დეპარტამენტი და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტი წარმოადგენენ სამსახურის სათავო ოფისს, ხოლო, აუდიტის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი და საბაჟო დეპარტამენტი წარმოადგენენ სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტებს.“.

2. 172 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1 – ტ7“ ქვეპუნქტები:

„ტ1) სამსახურის სტრატეგიის შემუშავება;

2) სამსახურის სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;

3) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შედეგებისა და შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში განახლება;

4) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგების, მართვის საინფორმაციო სისტემის შემუშავება;

5) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;

6) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შედეგების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი წინადადებების შემუშავება და ცვლილებების ინიციირება;

7) სამსახურის სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიშის მომზადება და სამსახურის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.“.

3. 173 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი