დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-89/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 10/11/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/11/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016915 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 04/02/2021; 470230000.22.035.016839) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №51 დანართის (COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში დამატებითი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე):
1. პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 განისაზღვროს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი (ბუსტერ) დოზის ადმინისტრირების წესი შემდეგი სახით: 1. Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი (ბუსტერ) დოზით აცრა ჩაუტარდეს 18 წელს ზემოთ პირებს, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულ 18 წელზე მეტი ასაკის პირებს (მოქალაქეობის სტატუსისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად). 2. ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 6-თვიანი ინტერვალით, რაც აითვლება მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან. ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა. 3. Covid-19-ის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) აცრილი 60 წელს ზევით ასაკის პირებისათვის ბუსტერდოზა შესაძლებელია გაკეთდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან 3-6 თვის ინტერვალშიც. 4. Covid-19-ის საწინააღმდეგო AstraZeneca წარმოების ვაქცინით აცრილი პირებისთვის ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს Pfizer–BioNTech ვაქცინა. მუხლი 2 Covid-19-ის საწინააღმდეგო Pfizer–BioNTech ვაქცინით ასაცრელ კონტინგენტს დაემატოს 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვები.“. 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4 ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა, ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში, ამცრელ დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ სამგზავრო ბილეთი/ჯავშანი, ან მოწვევა, ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ, ან დამსაქმებლის წერილი ხშირი ბიზნესვიზიტების შესახებ და სხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაქცინაცია არ ჩატარდება.“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები