,,საქართველოს გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 26 დეკემბრის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 009
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 10/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/11/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 17/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016069
009
10/11/2021
ვებგვერდი, 10/11/2021
110060000.70.082.016069
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 26 დეკემბრის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 26 დეკემბრის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №009

2021 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 26 დეკემბრის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის  დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 26 დეკემბრის №9 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 26/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.70.082.016009) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება;

ბ)  თავდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

გ) თავდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროში გამოძიებულ  სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება;

ბ) იუსტიციის სამინისტროში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

გ) იუსტიციის სამინისტროში გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“.

3. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ახორციელებენ თავდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას;

ბ​​​1) ახორციელებენ თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე