დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარებისა და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 ოქტომბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/11/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/11/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.159.016478 |
|
,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის ,,ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარებისა და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 ოქტომბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქრთველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ პუნქტი ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის ,,ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარებისა და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 ოქტომბრის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 08.10.2021; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.159.016474) და,
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 16-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“. 2. დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წესით ვერ ისარგებლებს: ა) ,,4+1 პროგრამის“ ფარგლებში მოსამზადებელი კურსის მსმენელები; ბ) პირველი სასწავლო კურსის, პირველი სემესტრის სტუდენტი;“. 3. დადგენილების დანართი 1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წინამდებარე წესის ფარგლებში დახმარება გაეწევა სტუდენტს, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადებით მომართვამდე უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არის რეგისტრირებული და უწყვეტად ცხოვრობს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“. 4. დადგენილების დანართი 1 -ის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაფინანსების მიღების მიზნით სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით; დ) სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 1 წლის მონაცემებით) რეგისტრაციის ადგილის შესახებ; ე) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ მისამართზე უკანასკნელი 1 წლის პერიოდში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; ვ) საბანკო რეკვიზიტები.“. 5. დადგენილების დანართი 2-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ფულადი ჯილდოს გადაცემა განხორციელდება წარჩინებულ სტუდენტზე, გასული სასწავლო წლის აკადემიური მოსწრების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის ,,ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან, ყოველი წლის დასასრულს ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით.“. 6. დადგენილების დანართი 2-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წინამდებარე წესის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერის ჯილდო გადაეცემა გასული სასწავლო წლის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს (არანაკლებ 95 ქულიანი შეფასება ყველა საგანში), რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადებით მომართვამდე უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში რეგისტრირებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები