დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის №53 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა 2001 საფრახტო წლისათვის” დამატების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/09/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 27/09/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/01/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.010.000.11.115.004.987 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.004.987
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება №83
2001 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის №53 ბრძანებით დამტკიცებულ “ ,,საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა 2001 საფრახტო წლისათვის” დამატების შეტანის თაობაზე
ტვირთის მოზიდვის მიზნით, “სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, “ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის №53 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა 2001 საფრახტო წლისათვის“ შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება:
1. მე-5 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
“4. აქტაუს საბორნე გადასასვლელის მონაწილეობით გადაზიდული ტვირთების ტრანზიტულად გადაზიდვისას დადგინდეს ქ. სერახსში ოთხი ქვეყნის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი “საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკას, თურქმენეთისა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის რკინიგზის ტრანსპორტის საქმიანობის კოორდინაციის შესახებ” ხელშეკრულების სატარიფო პირობები.”
2. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან.
მ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები