დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 34334 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 01/11/2021 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016649 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანების 44 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „44. ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება, ამ ბრძანების ამოქმედებიდან, შემოსავლების სამსახურის სახელით, უზრუნველყონ აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისმა და მომსახურების დეპარტამენტის საკონსულტაციო სამმართველომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
|
დოკუმენტის კომენტარები