სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-2357/ო
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 29/10/2021
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2021
სარეგისტრაციო კოდი
02-2357/ო
29/10/2021
ვებგვერდი, 04/11/2021
სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
 სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება № 02-2357/ო

2021 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კანონის „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1.ა(ა)იპ – საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ ფილიალს (ფაქტობრივი მისამართი: ქ. რუსთავი, მიკრორაიონი XX, №14 სახლის მიმდებარედ) მიეცეს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლება;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში;

3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: ა(ა)იპ – საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასის“ ბავშვთა პროგრამის მენეჯერის თამარ შარაშიძის წერილი: № 80414 13.08.2021წ;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თ. ბარკალაიას მოხსენებითი ბარათი: №01-6478 23.09.2021წ.

ა(ა)იპ – საქველმოქმედო ფონდი ,,საქართველოს კარიტასის“ ბავშვთა პროგრამის მენეჯერის განცხადება: №95699 04.10.2021წ.

ადგილზე შემოწმების აქტი № ლ/ნ 1452-146  27.10.2021წ.

 

დირექტორი                                                                                                          ზაალ კაპანაძე.