უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-2350/ო
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 28/10/2021
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2021
სარეგისტრაციო კოდი
02-2350/ო
28/10/2021
ვებგვერდი, 04/11/2021
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №02-2350/ო

2021 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 36-ე მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1. უწყებრივ  სალიცენზიო რეესტრში შევიდეს შემდეგი ცვლილება: შპს „აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი"-ს (ს/ნ 201990694  ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა N13) ნაცვლად, დაფიქსირდეს შპს „თოდუას კლინიკა’’ (ს/კ 201990694 ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა N13) და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა  „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია" და სალიცენზიო მოწმობის დანართები შემდეგ საქმიანობებზე:

· ჰისტოპათოლოგიურო  დიაგნოსტიკა;

·  ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა;

· მოლეკულურ-პათოლოგიური დიაგნოსტიკა;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 64).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „თოდუას კლინიკა’’-ს  გენერალური დირექტორის გ. წივწივაძის განცხადებები: N103260, 25.10.2021წ;       N103852, 26.10.2021წ.

დირექტორი                                                                                                             ზაალ კაპანაძე