სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-2348/ო
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 27/10/2021
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2021
სარეგისტრაციო კოდი
02-2348/ო
27/10/2021
ვებგვერდი, 04/11/2021
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
 

სსიპ  – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №02-2348/ო 

2021 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

 


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 20 ივლისის №02-1137/ო ბრძანება ა(ა)იპ „ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელის“ ფილიალისთვის (ფაქტობრივი მისამართი: საჩხერის რაიონი, სოფელი ბაჯითი) სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი:
ა(ა)იპ „ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელის“ ეროვნული დირექტორის ზ. ბერძენიშვილის განცხადება: №103697, 26.10.2021წ.

დირექტორი   ზაალ კაპანაძე.