დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 526 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/11/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/11/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.023082 |
|
„სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №385 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2021, 340170000.10.003.022940) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“:
1. მე-3 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) ცენტრი – შპს „აგროსერვისცენტრი“ (ს/ნ: 406321065);“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ანაზღაურება – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი ფულადი სახსრები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის/კომბაინის კომპანიისაგან ან/და ცენტრისაგან შეძენის შემთხვევაში;“; გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) კომბაინი – კომპანიისგან ან/და ცენტრისაგან შეძენილი მოსავლის ამღები კომბაინი;“. 2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა (გარდა კომპანიის ან/და ცენტრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და კომბაინისა) უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე; ბ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო პირობები სააგენტოში განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.“. 3. მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს თანადაფინანსების/ანაზღაურების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიზნობრიობისთვის, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ან/და კომბაინი შეძენილი იქნება კომპანიისგან ან/და ცენტრისაგან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შეადგენს: ა) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის ღირებულების არაუმეტეს 35%-ს, მაგრამ არაუმეტეს 7,000 ლარისა, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის ღირებულება შეადგენს 20,000 ლარამდე; ბ) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის ღირებულების არაუმეტეს 35%-ს, მაგრამ არაუმეტეს 35, 000 ლარისა, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის ღირებულება შეადგენს 20, 000 ლარიდან 100, 000 ლარამდე; გ) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 70, 000 ლარისა, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100, 000 ლარს. 3. კომპანიისგან ან/და ცენტრისაგან შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და მოსავლის ამღები კომბაინის ღირებულება არ უნდა იყოს აუდიტორული კომპანიის მიერ დადგენილ ღირებულებაზე ნაკლები.“. 4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. პროგრამის მონიტორინგი ბენეფიციარმა პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად (გარდა კომპანიისგან ან/და ცენტრისაგან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის, ასევე რეგისტრაციას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის შემთხვევაში) სააგენტოს უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა პროგრამით გათვალისწინებული თანხების (ბენეფიციარის თანამონაწილეობა და სააგენტოს თანადაფინანსება) მიზნობრივად ხარჯვასა და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები