აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/474
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 29/10/2021
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2021
სარეგისტრაციო კოდი
1-1/474
29/10/2021
ვებგვერდი, 01/11/2021
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/474

2021 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 15 სექტემბრის №01/3199, 2021 წლის 20 სექტემბრის №01/3257, №01/3259, №01/3261, №01/3262, 2021 წლის 4 ოქტომბრის №01/3438, №01/3439 განცხადებები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

 გამოარკვია:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება   საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში   დეპარტამენტი), ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ვაზიანი-საგარეჯოს (კმ4+040-კმ27+840) საავტომობილო გზის მონაკვეთის (ლოტი 1) და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-ბაკურციხის კმ27+840-კმ35+500 (საგარეჯოს შემოვლითი გზა) საავტომობილო გზის მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობის პროექტებს (შემდგომში   პროექტი).

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზა წარმოადგენს თბილისის კახეთის რეგიონთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზას და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელ ალტერნატიულ გზას. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა ეკონომიკური ზრდის, ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი სტრატეგიული პროექტია, რომელმაც უნდა გარდაქმნას საქართველო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კვანძად ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, ერთი მხრივ, ცენტრალურ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის, და, მეორე მხრივ, თურქეთსა და ევროპას შორის. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მთავარ სასაზღვრო კვეთის პუნქტებთან დაკავშირება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც აბრეშუმის გზაზე სატრანზიტო ქვეყნის როლს ასრულებს. საპროექტო გზის მონაკვეთი წარმოადგენს თბილისიდან საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი რეგიონის, კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელ ძირითად მაგისტრალს და როგორც აღინიშნა, აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო კორიდორს. აღსანიშნავია, რომ არსებული გზა გადის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში, როგორებიცაა ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო, სადაც დასახლებული პუნქტების სპეციფიკიდან გამომდინარე ხდება ადგილობრივი ავტოტრანსპორტის გამჭოლად გამავალ სატრანსპორტო ნაკადებთან შერწყმა-აღრევა, ქვეითად მოსიარულეების მიერ გზით სარგებლობა და, ამასთანავე, პირუტყვთა მიერ სავალი ნაწილის დაკავება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას და საფრთხეს უქმნის როგორც მგზავრთა, ასევე ქვეითთა უსაფრთხოდ გადაადგილებას. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ფარგლებში, ალტერნატიული მიმართულებების და მრავალფუნქციური შედარებების საფუძველზე დადგინდა, რომ ავტოტრანსპორტის პროგნოზირებული ინტენსივობა საშუალო ზრდის ტემპით შემდეგი 20 წლის განმავლობაში გაიზრდება (2040 წლისათვის AADT შეადგენს 33 688-ს) და ახალი 4-ზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე კრიტიკულად აუცილებელია თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთისათვის, რომლის მარშრუტიც სრულიად აუვლის გვერდს დასახლებულ პუნქტებს, რაც გაზრდის დერეფნის გამტარუნარიანობას, შემცირდება გადადგილების დრო და ხარჯები, გაიზრდება გადაადგილების სიჩქარეები, საგრძნობლად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება და განიმუხტება დასახლებული პუნქტები.

საპროექტო გზის ლოტი 1 იწყება 4+040 ნიშნულზე და მთავრდება 27+840 ნიშნულთან, მისი საერთო სიგრძე დაახლოებით 24 კილომეტრია. საპროექტო გზის მონაკვეთი აღმოსავლეთისკენ მიემართება და გადის ვაზიანის ჩრდილოეთით, უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთით და გადის არსებულ გზაზე პკ.4+798-თან ახლოს. კონსტრუქციის მშენებლობისათვის, რომელიც ორ დერეფანს ჰყოფს, გათვალისწინებულია არსებული გზის მუდმივი რეკონსტრუქცია. საავტომობილო გზა გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთით და ორჯერ კვეთს არსებულ რკინიგზას, პკ6+227 და პკ7+511 სადაც შესაბამისი კონსტრუქციებია გათვალისწინებული ორი სატრანსპორტო დერეფნისათვის (საავტომობილო გზა და სარკინიგზო) მათი ცალ-ცალკე გამოყოფით. შემდეგ საავტომობილო გზა ბრუნდება აღმოსავლეთისკენ, შემდგომ ჩრდილოეთით და არსებული სარკინიგზო ხაზის პარალელურად და პკ14+418 -ზე გათვალისწინებულია მოეწყოს სართიჭალის დაგეგმილი გადაკვეთა. საპროექტო საავტომობილო გზა გრძელდება, არსებული რკინიგზის ხაზის პარალელურად და გადის მდინარე იორზე, 6 საავტომობილო გზის ხიდით. მდინარის გადაკვეთის შემდეგ, მაგისტრალი გადის იორის მიტოვებულ ქვესადგურზე და გრძელდება, არსებული რკინიგზის ხაზის ჩრდილოეთის პარალელურად. პროექტი ითვალისწინებს არსებული ადგილობრივი საგზაო ქსელის მთლიან აღდგენას, რომელსაც კვეთს ახალი საავტომობილო გზა. გათვალისწინებულია რამდენიმე გვერდითი გზა და ვერტიკალური ადგილობრივი გზა ადგილობრივი სატრანსპორტო მომსახურებისა და მიწებამდე მისასვლელების აღდგენის/უზრუნველყოფის მიზნით. გარდა ამისა, კვანძებზე გათვალისწინებულია მეორეხარისხოვანი გზები ახალი საავტომობილო გზის ადგილობრივ საგზაო ქსელთან დასაკავშირებლად.

საპროექტო გზის ლოტი 2-ის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 8 კმ-ია. იგი კვეთს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მთავარ დასახლებებს – ქალაქ საგარეჯოსა და სოფლებს: ხაშმს, პატარძეულს, ნინოწმინდას, წყაროსთავს, გიორგიწმინდასა და თოხლიაურს. საპროექტო მონაკვეთი იწყება ნიშნულიდან კმ27+840 და სრულდება კმ35+500 ნიშნულზე. ის აგრძელებს კონსტრუქციულ ლოტ 1-ს. დასაწყისი – კმ27+840 მდებარეობს ნინოწმინდამდე, ლორის რკინიგზის სადგურთან, დასასრული – კმ35+500 მდებარეობს თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით. საავტომობილო გზა არსებული სარკინიგზო ხაზიდან პარალელურად მიემართება ჩრდილოეთით, დაახლოებით 30+118 პიკეტამდე, სადაც არსებულ სარკინიგზო ხაზზე, მაგისტრალი გადადის ხიდით. 28+607 პიკეტთან ახლოს, გათვალისწინებულია ნინოწმინდას (საგარეჯო დასავლეთით) ახალი საავტომობილო კვანძის მოწყობა. 30+118 პიკეტიდან, საიდანაც რკინიგზის ხაზი იკვეთება, საავტომობილო გზა გრძელდება ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომელიც გაივლის საგარეჯოს სამხრეთით. 34+656 პიკეტთან ახლოს გათვალისწინებულია თოხლიაურის ახალი საავტომობილო კვანძის მოწყობა. თოხლიაურის საავტომობილო კვანძის შემდეგ, საავტომობილო გზა მიდის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, 35+500 პიკეტადე, სადაც მთავრდება საპროექტო გზა (ლოტი 2). საავტომობილო გზაზე გათვალისწინებულია, რამდენიმე შემოვლითი და ვერტიკალური ადგილობრივი გზების მოწყობა, რათა აღდგეს წვდომა კერძო მიწის ნაკვეთებზე. გარდა ამისა, გზაჯვარედინზე გათვალისწინებულია მეორადი გზების მოწყობა, ახალი საავტომობილო გზის, ადგილობრივ საგზაო ქსელთან დასაკავშირებლად. თბილისი-საგარეჯო და საგარეჯო-ბაკურციხის გზის მონაკვეთების გასწვრივ დაბლობებზე გვხვდება ძირითადად ზომიერი კლიმატური პირობები, ხოლო მთიან ტერიტორიებსა და ხეობებში (ჩალაუბანიდან ბაკურციხემდე) კლიმატი უფრო მკაცრია. რელიეფის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკუთვნის მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის მთების სამხრეთით მდებარე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმულ ხეობას. რელიეფი ძირითადად სწორია მხოლოდ მცირე ქანობებით, მაგრამ გვხვდება უსწორმასწორო ბორცვებიც. ხეობას კვეთს რამდენიმე მდინარე, რომლებიც არხებს, თხრილებსა და წყლის ნაკადებს ქმნიან.

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ვინაიდან აღნიშნული გზის მოწყობა უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტებით აშენებულ საავტომობილო გზაზე მოსახლეობის და სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილებას მრავალი წლის მანძილზე და პროექტის ფარგლებში, საჭიროებისამებრ, ასევე განხორციელდება მეორეხარისხოვანი და სხვა, საჭირო შიდა გზების რეაბილიტაცია, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი მოსახლეობისთვის და აღნიშნული გზებით მოსარგებლე, ნებისმიერი პირისთვის.

პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით, მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული:

ანი შინჯიკაშვილის (პ/ნ 12001094987), გელა შინჯიკაშვილის (პ/ნ 12001048118), გიორგი შინჯიკაშვილის (პ/ნ 12001094142) მარიამ შინჯიკაშვილის (პ/ნ 12301103194) და მერი შინჯიკაშვილის (პ/ნ 12001060965) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ №81.10.28.722) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

გიორგი ჩიკვილაძის (პ/ნ 12001065409), ოთარ ჩიკვილაძის (პ/ნ 12001087444), დავით ჩიკვილაძის (პ/ნ 12001087446), ლიანა სამხარაულის (პ/ნ 12001086863) და ნინო ჩიკვილაძის (პ/ნ 12001019946) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ №81.12.19.084) ნაწილის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

გია ოსიაშვილის (პ/ნ 12001062941) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ №81.10.34.514) ნაწილის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

გია ოსიაშვილის (პ/ნ 12001062941) და თეიმურაზ ჯოხაძის (პ/ნ 54001004284) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ №81.10.34.510) ნაწილის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

მერაბ ჟურულის (პ/ნ 01007004309) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ №81.10.28.896) ნაწილის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

ეთერ მეტრეველის (პ/ნ 01029014353) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ №81.10.27.874) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

თეიმურაზ ღვინაშვილის (პ/ნ 36001026729) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ №55.10.52.176) ნაწილის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა. 

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიზანშეწონილია, დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ვაზიანი-საგარეჯოს (კმ4+040-კმ27+840) საავტომობილო გზის მონაკვეთის (ლოტი 1) და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-ბაკურციხის კმ27+840-კმ35+500 (საგარეჯოს შემოვლითი გზა) საავტომობილო გზის მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობის პროექტები.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე 2500 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ 81.10.28.722) თანამესაკუთრეები არიან ანი შინჯიკაშვილი (პ/ნ 12001094987), გელა შინჯიკაშვილი (პ/ნ 12001048118), გიორგი შინჯიკაშვილი (პ/ნ 12001094142), მარიამ შინჯიკაშვილი (პ/ნ 12301103194) და მერი შინჯიკაშვილი (პ/ნ 12001060965).

დადგენილია, რომ პროექტის (ლოტი 1) სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ანი შინჯიკაშვილის, გელა შინჯიკაშვილის, გიორგი შინჯიკაშვილის, მარიამ შინჯიკაშვილის და მერი შინჯიკაშვილის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სრულად და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ №81.10.28.722).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის, საკრებულო სართიჭალაში მდებარე, 2998 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ 81.12.19.084) თანამესაკუთრეები არიან: გიორგი ჩიკვილაძე (პ/ნ 12001065409), ოთარ ჩიკვილაძე (პ/ნ 12001087444), დავითი ჩიკვილაძე (პ/ნ 12001087446), ლიანა სამხარაული (პ/ნ 12001086863) და ნინო ჩიკვილაძე (პ/ნ 12001019946).

დადგენილია, რომ პროექტის (ლოტი 1) სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გიორგი ჩიკვილაძის, ოთარი ჩიკვილაძის, დავითი ჩიკვილაძის, ლიანა სამხარაულის და ნინო ჩიკვილაძის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი – 442 კვ. მ-ის ოდენობით (ს/კ №81.12.19.084).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე 5100 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ №81.10.34.514) მესაკუთრეა გია ოსიაშვილი (პ/ნ 12001062941).

დადგენილია, რომ პროექტის (ლოტი 1) სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გია ოსიაშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი – 2 282 კვ. მ-ის ოდენობით (ს/კ №81.10.34.514).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე 6000 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ № 81.10.34.510) თანამესაკუთრეები არიან გია ოსიაშვილი (პ/ნ 12001062941) და თეიმურაზ ჯოხაძე (პ/ნ 54001004284).

დადგენილია, რომ პროექტის (ლოტი 1) სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გია ოსიაშვილის და თეიმურაზ ჯოხაძის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი 216 კვ.მ-ის ოდენობით (ს/კ №81.10.34.510).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე, 1500 კვ. მ. ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ №81.10.28.896) მესაკუთრეა მერაბ ჟურული (პ/ნ 01007004309).

დადგენილია, რომ პროექტის (ლოტი 1) სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა მერაბ ჟურულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი 169 კვ.მ-ის ოდენობით (ს/კ №81.10.28.896).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე, 1501 კვ. მ. ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ №81.10.27.874) მესაკუთრეა ეთერ მეტრეველი (პ/ნ 01029014353).

დადგენილია, რომ პროექტის (ლოტი 1) სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ეთერ მეტრეველის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სრულად (მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობები (ფარდული, საძირკველი, ბლოკის ცეხი, ღობე) და მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ № 81.10.27.874).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში მდებარე 42 041 კვ. მ. ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ №55.10.52.176) მესაკუთრეა თეიმურაზ ღვინაშვილი (პ/ნ 36001026729).

დადგენილია, რომ პროექტის (ლოტი 2) სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა თეიმურაზ ღვინაშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი – 5 244 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მასზე არსებული შენობა-ნაგებობება (ღობე) და მრავალწლიანი ნარგავები) ს/კ № 55.10.52.176.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.".

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2021 წლის 21 ოქტომბრის ოქმის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ვაზიანი-საგარეჯოს (კმ4+040-კმ27+840) საავტომობილო გზის მონაკვეთი (ლოტი 1) ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ:

1.1 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე, ანი შინჯიკაშვილის (პ/ნ 12001094987), გელა შინჯიკაშვილის (პ/ნ 12001048118), გიორგი შინჯიკაშვილის (პ/ნ 12001094142) მარიამი შინჯიკაშვილის (პ/ნ 12301103194) და მერი შინჯიკაშვილის (პ/ნ 12001060965) თანასაკუთრებაში არსებულ 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მრავალწლიანი ნარგავებზე (ს/კ №81.10.28.722).

1.2 გარდაბნის მუნიციპალიტეტის, საკრებულო სართიჭალაში მდებარე, გიორგი ჩიკვილაძის (პ/ნ 12001065409), ოთარ ჩიკვილაძის (პ/ნ 12001087444), დავით ჩიკვილაძის (პ/ნ 12001087446), ლიანა სამხარაულის (პ/ნ 12001086863) და ნინო ჩიკვილაძის (პ/ნ 12001019946) თანასაკუთრებაში არსებულ 2 998 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 442 კვ. მ-ზე (ს/კ № 81.12.19.084).

1.3 გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარტყოფში მდებარე გია ოსიაშვილის (პ/ნ 12001062941) საკუთრებაში არსებულ 5100 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე 2282 კვ.მ-ზე (ს/კ №81.10.34.514).

1.4 გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარტყოფში მდებარე გია ოსიაშვილის (პ/ნ 12001062941) და თეიმურაზ ჯოხაძის (პ/ნ 54001004284) თანასაკუთრებაში არსებულ 6000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 216 კვ.მ-ზე (ს/კ №81.10.34.510).

1.5 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე მერაბ ჟურულის (პ/ნ 01007004309) საკუთრებაში არსებულ 1500 კვ. მ. ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 169 კვ.მ-ზე (ს/კ №81.10.28.896).

1.6 გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მდებარე ეთერ მეტრეველის (პ/ნ 01029014353) საკუთრებაში არსებულ 1501 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობზე (ფარდული, საძირკველი, ბლოკის ცეხი, ღობე) და მრავალწლიან ნარგავებზე (ს/კ №81.10.27.874).

2. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-ბაკურციხის კმ27+840-კმ35+500 (საგარეჯოს შემოვლითი გზა) საავტომობილო გზის მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ თოხლიაურში მდებარე, თეიმურაზი ღვინაშვილის (პ/ნ 36001026729) საკუთრებაში არსებულ 42 041 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 5 244 კვ.მ-ზე, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობასა (ღობე) და მრავალწლიან ნარგავებზე (ს/კ №55.10.52.176).

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

მინისტრი                                                                            ნათელა თურნავა.