დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №315 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 792 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/11/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017283 |
|
„სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №315 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №315 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.06.2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016814) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) ოფიციალური დოკუმენტის გამცემი იურიდიული პირისათვის დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატის (Document Signer Certificate – DSC) გაცემა.“. 2. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის IX თავი: „თავი IX დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატების გაცემისა და მომსახურების წესები
მუხლი 63. დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატი 1. დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატი არის ოფიციალური დოკუმენტის გამცემი იურიდიული პირისათვის განკუთვნილი სერტიფიკატი, რომელიც გამიზნულია ამ დოკუმენტის დასამოწმებლად და გამოიყენება დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის სისწორის დასადასტურებლად. 2. დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატის გაცემისას და მისი მომსახურების გაწევისას სააგენტო უზრუნველყოფს: ა) დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატების აღრიცხვას; ბ) დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატის გაუქმებული სერტიფიკატების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობას გაუქმებული სერტიფიკატების სიის გამოქვეყნების გზით; გ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, არაუფლებამოსილი პირის მიერ დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატის გამოყენების ან/და გამოყენების საფრთხისას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატის გაუქმებას; დ) დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატის განახლებას. 3. დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატის მეშვეობით ხელმოწერილი დოკუმენტის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატის მოქმედების ვადას. 4. დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია. 5. დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატი სააგენტოს მიერ გაიცემა სააგენტოს ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებულ უსაფრთხოების აპარატურულ მოდულზე (HSM).
მუხლი 64. დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატების მიღებაზე უფლებამოსილი პირი დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატი შეიძლება გაიცეს იურიდიულ პირზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს იმ დოკუმენტის გაცემის უფლება, რომელსაც ხელი უნდა მოეწეროს დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატის მეშვეობით.
მუხლი 65. დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატის გაცემაზე განცხადების წარდგენა განცხადება დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატის გაცემის თაობაზე ამ წესის 64-ე მუხლით განსაზღვრული იურიდიული პირის მიერ წარედგინება სააგენტოს, რომელიც განიხილავს განცხადებას და კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს დოკუმენტის ხელმომწერ სერტიფიკატს.
მუხლი 66. დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატის გაცემაზე სააგენტოში წარსადგენი ინფორმაცია 1. სააგენტოში წარდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) დასაბუთებულ მოთხოვნას დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატის გაცემის შესახებ; ბ) იურიდიული პირის დასახელებას, ასევე, ხელმომწერი პირის სახელსა და გვარს, თანამდებობასა და ხელმოწერას; გ) ხელმოწერის თარიღს; დ) სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკონტაქტო პირის მონაცემებს (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი); ე) სააგენტოში განცხადების მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში განცხადების წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირის მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი). 2. სააგენტოში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 67. განცხადების განხილვა და დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატის გაცემა 1. განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში სააგენტო ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. 2. განცხადების განხილვის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს განმცხადებლის (მისი წარმომადგენლის) იდენტიფიკაციას. სააგენტო უფლებამოსილია, ასევე, შესაბამისი უწყებების მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან გამოითხოვოს და დაამუშაოს შემდეგი ინფორმაცია: ა) საჭიროების შემთხვევაში, იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემები − სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან; ბ) საჭიროების შემთხვევაში, იურიდიული პირის საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ მონაცემები – სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან. 3. სააგენტო შეაჩერებს განცხადების განხილვას და დაადგენს ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადას, თუ: ა) განცხადება და წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმების დროს ვერ მოხდა პირის იდენტიფიკაცია ან ვერ იქნა მოძიებული საჭირო ინფორმაცია. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 დღეს. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება რჩება განუხილველი. 5. ამ წესის 64-ე მუხლით განსაზღვრული მომსახურების შემთხვევაში, სააგენტოს ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებულ უსაფრთხოების აპარატურულ მოდულზე (HSM) წვდომის მიზნით, განმცხადებელს განცხადებაში მითითებული იურიდიული პირის მისამართზე წერილობითი შეტყობინებით ეგზავნება სააგენტოს უფლებამოსილი პირის საკონტაქტო მონაცემები. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში, ამ წესის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი უკავშირდება სააგენტოს, რის შემდეგაც მხარეები 5 დღის ვადაში, ერთობლივად უზრუნველყოფენ დახურული კერძო ქსელის (VPN) გამართვას (კონფიგურირებას), რის შემდეგაც სააგენტო გასცემს დოკუმენტის ხელმომწერ სერტიფიკატს.
მუხლი 68. დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლები დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატი უქმდება: ა) თუ დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატის გაუქმება მოითხოვა უფლებამოსილმა პირმა; ბ) თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატის არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენების ან/და გამოყენების საფრთხის შესახებ; გ) დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატის ვადის გასვლის შემთხვევაში (გაუქმდება ავტომატურად); დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 69. დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატის მომსახურების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები 1. ამ წესის 64-ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება შეიძლება დროებით შეჩერდეს ან შეიზღუდოს, თუ: ა) მომსახურებაზე განხორციელდა კიბერშეტევა; ბ) სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაში არსებობს ისეთი ტექნიკური გაუმართაობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მომსახურების მიწოდებას. 2. ამ წესის 64-ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურება შეწყდება: ა) უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 3. უფლებამოსილი პირი დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატის მომსახურების შეჩერების და შეწყვეტის მოთხოვნით განცხადებით მიმართავს სააგენტოს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 29 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები