დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 26/10/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280020.16.009.016480 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ (სსმ ვებგვერდი, 22/04/2014, 300280020.16.009.016085) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წ) სიხშირის რეგულირება – ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სიხშირის დასაშვები ზღვრული სიდიდეების ფარგლებში შენარჩუნების მიზნით, ენერგობლოკი/აგრეგატის აქტიური სიმძლავრის ავტომატური ცვლილება და/ან მოხმარების განტვირთვა;“; ბ) პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) პირველი პუნქტის „ჰ22"“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ თავით და ამ წესების XV, XVI, XVII თავებით განსაზღვრული გადამცემ ქსელთან მიერთების წესი (შემდგომში „მიერთების წესი”) განსაზღვრავს გადამცემ ქსელთან მიერთებისა და ქსელით სარგებლობის ძირითად ტექნიკურ-ორგანიზაციულ პირობებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის, მოსარგებლისა და მაძიებლისათვის.“. 3. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ თავით და ამ წესების XV, XVI, XVII თავებით განსაზღვრული ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთების წესები და მოთხოვნები, გარდა ამ წესების 272 მუხლის მე-4 პუნქტისა და 278 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ვრცელდება მხოლოდ იმ ობიექტის გადამცემ ქსელთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან და კანონმდებლობით დადგენილი პირობებით არ ხდებოდა მისი ელექტროენერგიით მომარაგება, ხოლო ელექტროსადგურის შემთხვევაში არ ხდებოდა ელექტროენერგიის ქსელში მიწოდება.“; ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) გადამცემ ქსელზე მიერთების მეორე ეტაპი მოიცავს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და მიერთების მაძიებელს შორის მიერთების ხელშეკრულების ხელმოწერას, მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას შესაბამისი მხარეების მიერ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ტექნიკური პროექტის შეთანხმებას, ამ წესების 138-ე-144-ე, 201-ე-204-ე, 292-ე-295-ე და 297-ე - მე-300 მუხლებით განსაზღვრული ოპერატიული შეტყობინების პროცედურებსა და ამ წესების 152-ე-158-ე, 215-ე-220-ე, 308-ე, 309-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისობის ტესტების წარმატებით დასრულებას.“. 4. მე-13 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. განმცხადებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვების წინ აუცილებელია ჩატარდეს წინასწარი ტესტირება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მითითებების შესაბამისად. განმცხადებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები განისაზღვრება ამ წესების 138-ე-144-ე, 201-ე-204-ე, 292-ე-295-ე და 297-ე - მე-300 მუხლების შესაბამისად.“. ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; 5. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს. 6. მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს. 7. 23-ე მუხლის: ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11.ელექტროსადგურები დადგმული სიმძლავრისა და მათდამი წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად იყოფა A, B, C, D ტიპის ელექტროსადგურებად. ელექტროსადგურების ტიპები მოცემულია ამ წესების დანართ №31-ში, ხოლო მათდამი წაყენებული მოთხოვნები წარმოდგენილია №32-ე დანართის ცხრილებში. “; ბ) 12 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ნორმალურ რეჟიმში, ამ წესების 30-ე დანართში განსაზღვრულ ზღვრებში ძაბვის ცვალებადობა ზეგავლენას არ უნდა ახდენდეს გენერატორის სალტეზე მიწოდებულ აქტიური სიმძლავრის სიდიდეზე.“ ე) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ელექტროენერგიის მწარმოებელს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წინასწარი შეთანხმების გარეშე არ აქვს უფლება შეცვალოს სიჩქარისა და სიხშირის რეგულატორის დანაყენები. გადამცემ ქსელში ჩართული აქტიურ რეჟიმში მომუშავე ჰიდროგენერატორის სიჩქარის ავტომატური რეგულირების სისტემამ უნდა უზრუნველყოს დატვირთვის აღება ნულიდან მაქსიმუმამდე არაუმეტეს 30 წამის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებული ელექტროსადგურებისათვის აღნიშნული პარამეტრი იზღუდება ქარხანა-დამამზადებლის საპასპორტო პირობებით).“; ზ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ავტონომიურ რეჟიმში მუშაობა მოეთხოვება C და D ტიპის ელექტროსადგურებს. ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის დროს C ტიპის ელექტროსადგურის გენერატორის სიჩქარის რეგულირების სისტემას უნდა შეეძლოს იმუშაოს 47.0 ჰც - 53.0 ჰც სიხშირის ფარგლებში, ხოლო D ტიპის ელექტროსადგურის გენერატორის სიჩქარის რეგულირების სისტემას ასევე უნდა შეეძლოს იმუშაოს 45.0 ჰც – 55.0 ჰც სიხშირის დიაპაზონში, თუ არ იზღუდება დამამზადებლის საპასპორტო პირობებით.“ თ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თითოეულ გენერატორს, გარდა A ტიპის ელექტროსადგურისა, უნდა ჰქონდეს სწრაფმოქმედი აგზნებისა და ძაბვის ავტომატური რეგულირების სისტემები, რომლებიც ელექტროსადგურის გენერატორის სალტეზე ფაქტფაქტობრივ ძაბვას აკონტროლებენ და მუდმივად ჩართულნი არიან მოქმედებაში.“; ი) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ძაბვის ავტომატური რეგულირების სისტემამ დანაყენების ± 0.5% -იანი სიზუსტით უნდა უზრუნველყოს გენერატორის სტაბილური ძაბვის შენარჩუნება ამ წესების 402 მუხლში მოცემულ ძაბვის ზღვრებში, ისე რომ შენარჩუნებული იყოს გენერატორის სტატიკური მდგრადობა.“; კ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. ამ წესების 30-ე დანართში მოცემულ ძაბვების ცვალებადობის დიაპაზონში და გადამცემ ქსელში ერთ ან რამდენიმე ფაზაზე მოკლე ჩართვისას, ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს უწყვეტი მუშაობა, რომელთა შედეგადაც მიერთების წერტილებში ძაბვა შეიძლება დაეცეს 500 მილიწამის განმავლობაში ნომინალური ძაბვის 0-დან 80%-მდე, ხოლო მომდევნო ერთი (1) წამის მანძილზე ძაბვის ცვალებადობა იყოს ნომინალური ძაბვის 80-110%-მდე დიაპაზონში, რის შემდეგაც ძაბვა კვლავ აღდგება ნომინალური ძაბვის 90-110%-მდე.“; ლ) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. ელექტროსადგურები უნდა იქნეს დაპროექტებული იმგვარად, რომ სიხშირის ცვალებადობამ 121-ე მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ ფარგლებში არ გამოიწვიოს მათი მწყობრიდან გამოსვლა. ელექტროენერგიის მწარმოებელი პასუხისმგებელია, დაიცვას ენერგობლოკები/აგრეგატები დაზიანებისაგან, რაც შეიძლება გამოიწვიოს სიხშირის აღნიშნულ ზღვრებს გარეთ გასვლამ. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ენერგობლოკის/აგრეგატის ქსელიდან გათიშვაზე იღებს ელექტროენერგიის მწარმოებელი.“; მ) 25-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს. 8. 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. განაწილების ლიცენზიატებმა დაბალი ძაბვის სისტემაში რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაცია უნდა განახორციელონ დატვირთვის წერტილთან უშუალო სიახლოვეს, ამ წესების 402 მუხლში მითითებული ძაბვის ზღვრების შენარჩუნების მიზნით.“. 9. 37-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ელექტროენერგეტიკული სისტემა ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ ძაბვა დარჩეს ამ წესების 402 მუხლში მოცემულ ზღვრებში.“. 10. 401 მუხლის შემდეგ დაემატოს მუხლი 402 შემდეგი რედაქციით: „1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს, რომ ნორმალურ პირობებში ძაბვის სიდიდეები შეესაბამებოდეს ამ პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. ნორმალურ და ავარიულ რეჟიმში ძაბვის სიდიდეების ცვლილება დასაშვებია შემდეგ ზღვრებში: ა) ნორმალურ პირობებში ძაბვის დასაშვები გადახრა სხვადასხვა ნომინალური ძაბვისათვის მოცემულია ცხრილში:
ბ) ავარიული სიტუაციის შემდგომ ძაბვის დასაშვები გადახრა სხვადასხვა ნომინალური ძაბვისათვის მოცემულია ცხრილში:
3. ავარიულ რეჟიმში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრების ზღვრული მნიშვნელობიდან გადახრა დასაშვებია გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წუთისა. 4. ამ მუხლის მოთხოვნების სათანადო დონეზე შესასრულებლად გადაცემის ლიცენზიატის ქვესადგურებში 110 კვ და უფრო მაღალი ნომინალური ძაბვის მქონე ტრანსფორმატორები და ავტოტრანსფორმატორები აღჭურვილი უნდა იყოს ძაბვის რეგულირების ტექნიკური მოწყობილობებით. ამასთან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე უნდა იქნეს გამოვლენილი 110 კვ და უფრო მაღალი ნომინალური ძაბვის ტრანსფორმატორები და ავტოტრანსფორმატორები, რომლებიც საჭიროებენ ძაბვის ავტომატურ რეჟიმში რეგულირების მოწყობილობებით აღჭურვას.“. 11. 45-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. III დონის SCADA-ს საკუთარი ხარჯით აწყობს „C” და „D” კატეგორიის გენერაციის ობიექტი.“. 12. 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ელექტროსადგურმა უნდა შეძლოს აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის (სიხშირის ცვლილებაზე რეაგირება, აქტიური სიმძლავრის გამომუშავების ცვლილების გზით) აქტივაცია ამ წესების 24-ე დანართის პირველი ნახაზის შესაბამისად მოცემულ სიხშირის ზღვრებსა და სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენებში, რომლებიც განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ.“. 13. 123-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.გ) ელექტროსადგურებმა უნდა შეძლონ უწყვეტი მუშაობა საკუთარ მოხმარებაზე გადართვის შემდეგ, გარეშე ქსელთან რაიმე დამატებითი მიერთების მიუხედავად. მინიმალური საოპერაციო დრო უნდა განსაზღვროს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, პირველადი ენერგიის მამოძრავებლის ტექნოლოგიის კონკრეტული მახასიათებლების გათვალისწინებით.“ ბ) მე-6 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.გ) სისტემის დინამიკური ქცევის მონიტორინგი უნდა მოიცავდეს რხევების ტრიგერს, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, სიმძლავრის რხევების არასათანადოდ ჩახშობის გამოვლენის მიზნით.“. 14. 125-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ძაბვის რეგულირების სისტემასთან დაკავშირებით, სინქრონული ელექტროსადგური აღჭურვილი უნდა იყოს მუდმივ რეჟიმში მომუშავე აგზნების ავტომატური რეგულირების სისტემით, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს გენერატორის მომჭერებზე სტაბილური ძაბვა, შერჩეულ დანაყენზე, სინქრონული ელექტროსადგურის მთლიანი საოპერაციო დიაპაზონის ფარგლებში.“. 15. 129-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ე) რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმისთვის, სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს რეაქტიული სიმძლავრის დანაყენის შერჩევა, რომელიც მდებარეობს 128-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფარგლებში. დანაყენის საფეხური არ უნდა იყოს მთლიანი რეაქტიული სიმძლავრის 5%-ზე მეტი ან 5 მეგავარზე მეტი (აღნიშნულ სიდიდეებს შორის უმცირესი), მიერთების წერტილში რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის მიზნით რეაქტიული სიმძლავრის ±5 მეგავარის ან სრული რეაქტიული სიმძლავრის 5%-ის სიზუსტით (აღნიშნულ სიდიდეებს შორის უმცირესი).“; ბ) მე-3 პუნქტის „დ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ვ) სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმის მიზნებისთვის, სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლი მიერთების წერტილზე რეაქტიული სიმძლავრის მოთხოვნილ დიაპაზონში, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ 128-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, , მიზნობრივი სიმძლავრის კოეფიციენტით, ცვლილების ბიჯით არაუმეტეს 0,01. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს სიმძლავრის კოეფიციენტის მიზნობრივი სიდიდე, მისი მგრძნობიარობა, დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს მიღწეული სასურველი სიდიდე, აქტიური სიმძლავრის გამომუშავების უეცარი ცვლილების შემდგომ. მიზნობრივი სიმძლავრის კოეფიციენტის მგრძნობიარობა უნდა იყოს გამოსახული შესაბამისი რეაქტიული სიმძლავრის მგრძნობიარობით. რეაქტიული სიმძლავრის მგრძნობიარობა გამოსახული უნდა იყოს აბსოლუტური სიდიდით ან სიმძლავრის პარკის მაქსიმალური რეაქტიული სიმძლავრის პროცენტებით.“. 16. მე-200 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დამყარებულ და დინამიკურ რეჟიმებს, 50 ჰერცის კომპონენტის ჩათვლით;“. 17. 207-ე მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „(ბ) უნდა შეძლოს მუშაობა 192-ე მუხლით დადგენილი ძაბვის ზღვრებში, თუ მიერთებულია 110 კვ-ზე ან უფრო მაღალი ძაბვის საფეხურზე;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: (გ) შეძლოს მუშაობა შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ სისტემის ნომინალურ სამუშაო ძაბვაზე, მიერთების წერტილში, თუ მიერთებულია 110 კვ-ზე ქვემოთ. ეს ზღვრები უნდა ითვალისწინებდეს არსებულ სტანდარტებს და დამტკიცებამდე გადიოდეს კონსულტაციას 185-ე მუხლის თანახმად შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან 188-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;“; გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) უნდა ჰქონდეს მდგრადობის უნარი, რაც გულისხმობს სისტემასთან კავშირის შენარჩუნებას, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ სიდიდემდე არსებულ სიხშირის ცვლილების სიჩქარის შემთხვევაში. მდგრადობის უნართან დაკავშირებით სიხშირის ცვლილების სიჩქარის სიდიდე უნდა იყოს გაანგარიშებული 500 მილიწამამდე დროის ინტერვალებით. 110 კვ-ზე დაბალ ძაბვაზე მიერთებული მოხმარების ბლოკისთვის, აღნიშნული სპეციფიკაციები 185-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცებამდე უნდა გადიოდეს კონსულტაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან 188-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;“. 18. 282-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სისტემის საერთო მართვის მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრულია 122-ე მუხლის მე-5, 123-ე მუხლის მე-6 და 124-ე მუხლის მე-4 პუნქტებში, ვრცელდება ნებისმიერ მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკზე.“. 19. 316-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დეტალურ დასაბუთებას, აქტუალურ დამხმარე დოკუმენტაციასთან ერთად და 303-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარებულ ხარჯსარგებლიანობის ანალიზს;“. 20. 3241 მუხლში პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი: „გ) მსხვილი მომხმარებელი უფლებამოსილია, 0.4 კვ ძაბვაზე განთავსებული ცალფაზა ელექტროენერგიის მრიცხველი არ გამოიყენოს საბითუმო ვაჭრობაში და იმ მიერთების წერტილით, სადაც განთავსებულია აღნიშნული მრიცხველი, დარჩეს საცალო აბონენტად. ასეთ შემთხვევაში, მსხვილი მომხმარებლის 0.4 კვ ძაბვაზე განთავსებული ცალფაზა ელექტროენერგიის მრიცხველს არ წაეყენება ამ წესებით განსაზღვრული საბითუმო აღრიცხვის კვანძის მიმართ განსაზღვრული მოთხოვნები და არ იქნება აღიარებული საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის პერიმეტრის ნაწილად.“. 21. დანართი 25 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სიმძლავრის მაქსიმალური დასაშვები შემცირების მახასიათებელი 121-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
ნახაზი 1. სიმძლავრის მაქსიმალური დასაშვები შემცირება სიხშირის ვარდნით
დიაგრამა წარმოადგენს იმ ზღვრებს, რომლის შიგნითაც გადაცემის სისტემის ოპერატორმა შესაძლოა განსაზღვროს შესაბამისი ელექტროსადგურის შესაძლებლობები. 22. დანართი 26-ის: ა) ცხრილი 3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ცხრილი 3. ამ დანართის პირველი ნახაზის პარამეტრები 110 კვ ან უფრო მაღალ ძაბვაზე მიერთებული სინქრონული ელექტროსადგურების ავარიის მიმართ მდგრადობის უნართან დაკავშირებით.
“;
ბ) ცხრილი 4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ ცხრილი 4. ამ დანართის პირველი ნახაზის პარამეტრები 110 კვ ან უფრო მაღალ ძაბვაზე მიერთებული სიმძლავრის პარკების ავარიის მიმართ მდგრადობის უნართან დაკავშირებით.
“. 23. დანართი 27-ის ცხრილი 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ცხრილი 2. პარამეტრები აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის სრული აქტივაციისთვის, სიხშირის საფეხურებრივი ცვლილებიდან გამომდინარე (განმარტება მე- 3 ნახაზისთვის).
“.
24. დანართი 31-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი 32: ცხრილი 1. ზოგადი მოთხოვნები ელექტროსადგურებთან დაკავშირებით
ცხრილი 2. მოთხოვნები სინქრონულ ელექტროსადგურებთან დაკავშირებით
ცხრილი 3. მოთხოვნები სიმძლავრის პარკებთან დაკავშირებით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები