„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05/03
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 28/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 25/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016003
05/03
28/10/2021
ვებგვერდი, 29/10/2021
040030000.22.088.016003
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №05/03

2021 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს N3/255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N335-IVმს-Xმპ, 16.03.2021წ.)  მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/255 ბრძანებაში („სსმ“ (www.matsne.gov.ge), №105, 08/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.028.009.058) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების“:
1. პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საექსპერტო კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას კანონმდებლობის შესაბამისად. მის საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევის უფლება არა აქვს ეროვნული კინოცენტრის დირექტორსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს (შემდგომში  მინისტრი).
4. საექსპერტო კომისიის დებულების პროექტს შეიმუშავებს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს.“.
2. მე-3 მუხლის:
ა)  მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საექსპერტო კომისია ამ დებულებით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას წარმოებაში ჩაშვებულ/ჩასაშვებ ფილმზე თანხის დამატების თაობაზე. წარმოებაში ჩაშვებულ/ჩასაშვებ ფილმზე თანხის დამატების წესი და პირობები განისაზღვრება ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;
ბ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტები:
„12. წარმოებაში ჩასაშვებ ფილმზე დამატებითი თანხის გაცემის თაობაზე, საექსპერტო კომისია გადაწყვეტილებას იღებს  მინისტრის რეკომენდაციის საფუძველზე.
13. წარმოებაში ჩასაშვები ფილმისათვის დამატებითი თანხის გაცემის თაობაზე შესაბამისი რეკომენდაციის თხოვნით, მინისტრს შესაძლებელია მიმართოს ფილმის პროდიუსერმა, ან ფილმის პროდიუსერის შუამდგომლობის საფუძველზე, ეროვნულმა კინოცენტრმა.
14. წარმოებაში ჩასაშვებ ფილმს თანხა შეიძლება დაემატოს იმ შემთხვევაში, თუ ფილმის გადაღების დაწყება ვერ მოხერხდა, კონკურსში მონაწილეობისას ეროვნული კინოცენტრისგან მოთხოვნილი თანხის ეროვნული კინოცენტრის მიერ ნაწილობრივი დაფინანსების გამო.“.
3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება იმავე წესით, როგორც თვით დებულების მიღება.“.
 
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრითეა წულუკიანი