დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 151/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016598 |
151/04
28/10/2021
ვებგვერდი, 30/10/2021
220090000.18.011.016598
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 110408016, 12/04/2011, სარეგისტრაციო კოდი: 220090000.18.011.016025) დამტკიცებულ საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ინსტრუქციის:
1. მე-3 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. ამ ინსტრუქციის შესაბამისად პირის ანგარიშის გახსნა შეიძლება განხორციელდეს მინდობილობის საფუძველზე, ამავე ინსტრუქციის მე-10 მუხლის 81 პუნქტის შესაბამისად.“. 2. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. ბანკს უფლება აქვს, ანგარიშის გასახსნელად წარდგენილი მინდობილობა მიიღოს როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონული ფორმით და აღნიშნული მინდობილობის ვალიდურობა გადაამოწმოს ელექტრონულ სანოტარო რეესტრში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები