დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 9 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 26/10/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/10/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016479 |
42
26/10/2021
ვებგვერდი, 28/10/2021
300280000.16.009.016479
„რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 9 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
|
„რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 9 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 29-ე მუხლების, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 9 დეკემბრის №63 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 16/12/2020, სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016414) დამტკიცებული „რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის წესის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სისტემის კომერციულ ოპერატორზე (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორზე) – ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის ამოქმედებამდე.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები