„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 517
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023074
517
26/10/2021
ვებგვერდი, 27/10/2021
300160070.10.003.023074
„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №517

2021 წლის 26 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №42 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2014, 300160070.10.003.017588) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის:

1. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. შეთანხმებული ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გასხვისება ან უფლებამოსილი პირისთვის გადაცემა დასაშვებია დაბინძურების სტაციონარული ობიექტის გასხვისების ან გადაცემის შემთხვევაში, რის თაობაზეც საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, წერილობით შეატყობინოს ამ დოკუმენტების შეთანხმებაზე უფლებამოსილ ორგანოს და წარუდგინოს სტაციონარული ობიექტის გასხვისების ან გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.“.

2. მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეული მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში, რომელიც საქმიანობის სუბიექტების მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილ უწყებასთან შეთანხმებულია 2016 წლის პირველი ნოემბრის შემდეგ, ხელახალ შეთანხმებას არ საჭიროებს და მოქმედებს უვადოდ (გარდა „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი