ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №09 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №09 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/10/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.133.016319
10
26/10/2021
ვებგვერდი, 27/10/2021
010260020.35.133.016319
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №09 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2021 წლის 26 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №09 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო დაადგინა:

1.  „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №09 დადგენილებით დამტკიცებულ დებულების VI თავს (matsne.gov.ge სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.133.016244) დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 მუხლი:

„მუხლი 391. მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

1. მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

ა) სახელი;                       

ბ) გვარი;

გ) პირადი ნომერი;

დ) დაბადების თარიღი;

ე) სქესი;

ვ) მოქალაქეობა;

ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;

თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;

ი) ფოტოსურათი;

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის მერია მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით.“

2. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია დიასამიძე