დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №580 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 773 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/10/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/10/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 25/10/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017264 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №580 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 15.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.017074) მე-2 მუხლის:
ა) მე-2 - მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის/სააგენტოს ფილიალის მეშვეობით მომსახურება არ გაუწიოს იმ პირებს, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში ან კარანტინში. სააგენტო უფლებამოსილია გაუწიოს მომსახურება თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფ პირებს საამისოდ მნიშვნელოვანი გადაუდებელი ინტერესის არსებობის შემთხვევებში, რისთვისაც გამოიყენებს ყველა შესაძლო ღონეს მომსახურების უსაფრთხოდ მისაწოდებლად.“; გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 25 ოქტომბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები