დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 774 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/10/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/10/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 25/10/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070010010.22.027.017265 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №582 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 15/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 070010010.22.027.017076) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სააღსრულებო წარმოების დაწყების მიზნით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით დადგენილი აღსრულების ქვემდებარე აქტებისა და ამავე კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის, აგრეთვე ნებისმიერი წარმოების (მათ შორის, სააღსრულებო წარმოება, გამარტივებული წარმოება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და სხვ.) ფარგლებში დოკუმენტაციის დედნის სახით მატერიალურად წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს დაზღვეული ფოსტის გამოყენებითაც. ამ შემთხვევაში პირის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელია მიწოდებულ იქნეს კრედიტორის/განმცხადებლის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი (რომლის მეშვეობით განხორციელდება შემდგომი დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიღება/გაცემა), პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ სააღსრულებო საქმეებსა და გამარტივებული წარმოების საქმეებზე ასევე საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტი. საჭიროების შემთხვევაში, გადამოწმდება ინფორმაციის სისწორე და კრედიტორისადმი/განმცხადებლისადმი კუთვნილება.“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააღსრულებო წარმოების დაწყების მიზნით კერძო აღმასრულებელთან ხელშეკრულების დადება, აგრეთვე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით დადგენილი აღსრულების ქვემდებარე აქტებისა და ამავე კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც, კერძო აღმასრულებლის ელექტრონული ფოსტის საშუალებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 25 ოქტომბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები