სს ,,ფინკა ბანკი საქართველოს” (ს/ნ: 205235262) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

სს ,,ფინკა ბანკი საქართველოს” (ს/ნ: 205235262) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 20/10/2021
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/10/2021
სარეგისტრაციო კოდი
51
20/10/2021
ვებგვერდი, 25/10/2021
სს ,,ფინკა ბანკი საქართველოს” (ს/ნ: 205235262) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

განკარგულება №51

2021 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სს ,,ფინკა ბანკი საქართველოს” (ს/ნ: 205235262) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის მე-6 და მე-10 პუნქტების, „კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის  №52/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე:

1. სს ,,ფინკა ბანკი საქართველოს” გაუუქმდეს საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

2. ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  „სს  ,,ფინკა  ბანკი  საქართველოზე”  საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2013 წლის 6 აგვისტოს N590 განკარგულება.

3. დაიხუროს   სს   „ფინკა   ბანკი   საქართველოს“   საკორესპოდენტო   ანგარიშები უცხოურ  ვალუტაში,  საქართველოს  ეროვნულ  ბანკში  გახსნილი   უცხოური ვალუტის  მინიმალური  რეზერვის,  ყველა  ვალუტის  საკასო  და  სადეპოზიტო ანგარიშები. სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ აღნიშნულ ანგარიშებზე რიცხული თანხები ჩაირიცხოს სს „კრედო ბანკის“ შესაბამისი დანიშნულების ანგარიშებზე. ხოლო    მინიმალური    რეზერვების,     სადეპოზიტო     და    საკორესპოდენტო ანგარიშებზე   დარიცხული     პროცენტები     აისახოს     სს     „კრედო     ბანკის“ საკორესპოდენტო ანგარიშებზე.

4.  ამ   განკარგულების   ამოქმედებიდან   2021   წლის   31   დეკემბრის   ჩათვლით შენარჩუნდეს სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ RTGS სისტემის მონაწილის კოდი (FGEOGE22), როგორც სს „კრედო ბანკის“ დროებითი კოდი. ამასთანავე, აღნიშნული დროებითი კოდი   დაიბლოკოს ცალმხრივად, იმგვარად, რომ ანგარიშზე შესაძლებელი იყოს მხოლოდ ჩარიცხვის ოპერაციების მიღება, ხოლო ყოველი სამუშაო (საოპერაციო) დღის ბოლოს სს „კრედო ბანკის“ დროებით კოდზე არსებული ნაშთი გადაირიცხოს სს „კრედო ბანკის“ მონაწილის კოდზე (JSCRGE22).

5.  ამ განკარგულების ამოქმედებიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სს „ფინკა ბანკი საქართვლოსთვის“ მინიჭებული IBAN კოდი გამოიყენოს სს „კრედო ბანკმა“.

6.  ამ განკარგულების ამოქმედებიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, RTGS სისტემაში სს „კრედო ბანკის“ დროებითი კოდის უზრუნველყოფის მიზნით, ეროვნული ბანკის ძირითად საბანკო სისტემაში შენარჩუნდეს სს „ფინკა ბანკი საქართველოს“  ლარის    ანგარიშსწორების    ანგარიშის    (საკორესპონდენტო ანგარიშის) ნომერი დასახელებით სს „კრედო ბანკის დროებითი კოდი“.

7.  გაუქმდეს სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ მონაწილეობა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში (GSSS).

8.  სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდები გადავიდეს სს „კრედო ბანკის“ მფლობელობაში.

9. სს   „კრედო   ბანკზე“,   როგორც   სს   „ფინკა   ბანკი   საქართველოს“ სამართალმემკვიდრე პირზე, უცვლელად გადავიდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ არსებული სასესხო ვალდებულებები.

10. სს ,,ფინკა ბანკი საქართველომ” სალიცენზიო მოწმობა (არსებობის შემთხვევაში) საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუბრუნოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.

11. ეს   განკარგულება   დაუყოვნებლივ   გამოქვეყნდეს   საქართველოს   ეროვნული ბანკისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდებზე.

12. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

13.  ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 

კობა გვენეტაძე პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკი