დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/10/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/10/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.124.016425 |
|
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24.07.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.124.016087) დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის პირველი მუხლის (საკრებულო) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით არჩეული 27 წევრისაგან, რომელთაგან 18 წევრი არჩეულია პროპორციული, ხოლო 9 წევრი მაჟორიტარული წესით.“ 2. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 98-ე მუხლი (საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესი): ა. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველი კენჭისყრის წინ მოხსნას თავისი კანდიდატურა.“. ბ. მე-13 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13.თუ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები.“. გ. დაემატოს მე-14 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები.“. დ. დაემატოს მე-15 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15.თუ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმები მიიღეს. მეორე ტურში კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ მეორე ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი, თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.“. ე. დაემატოს მე-16 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ერთი და იმავე პირის წარდგენა, შეიძლება ზედიზედ ორჯერ.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 99-ე მუხლი (საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადარჩევის წესი; ა) 99-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 99. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება, მისთვის უფლებამოსილების შეჩერება.“. ბ) დაემატოს მე-11 პუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. საკრებულოს თავმჯდომარეს, გარდა ამ რეგლამენტის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება შეუჩერდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, მერის მოვალეობის შესრულებისას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები