„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 274
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/10/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/10/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016710
274
22/10/2021
ვებგვერდი, 25/10/2021
010250050.35.160.016710
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №274

2021 წლის 22 ოქტომბერი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“  ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის N159  დადგენილების (www.matsne.gov.ge, 24/12/2019წ, 010250050.35.160.016595) პირველი მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებულ „მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარების (პროგრამული კოდი: 06 01 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესში“ და მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-51 პუნქტი:

„51. ქვეპროგრამის ფარგლებში შეძენილი და გაუცემელი გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირები შეიძლება განიკარგოს ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილზე მეტი რაოდენობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით და ბენეფიციარების საჭიროების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამით შეძენილი სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირების გამოყენება ვერ განხორციელდება მომავალ წელს ობიექტური მიზეზების გამო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 ნოემბრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინინო ქავთარაძე