„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 515
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.023072
515
20/10/2021
ვებგვერდი, 22/10/2021
470230000.10.003.023072
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №515

2021 წლის 20 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

„მუხლი 21. ამ დადგენილების მიზნებისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უფლებამოსილია, სანებართვო და სალიცენზიო პირობების შესაბამისობის კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, როგორც ნებართვის და/ან ლიცენზიის გაცემამდე, ასევე ნებართვის და/ან ლიცენზიის გაცემის შემდგომ, რეალურ დროში წვდომა მიიღოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზებთან.“.

2. დანართ №1-ის („სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი განცხადება სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმით.“.

3. დანართ №2-ის („სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ნებართვის მისაღებად წარსადგენი განცხადება სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი