,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/01/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 30/01/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 21/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 0000000.00.00.000000
  • Word
6
30/01/2009
სსმ, 6, 30/01/2009
0000000.00.00.000000
,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №6

2009 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №55, მუხ. 469) დამტკიცებულ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 5. სამინისტროს აპარატის სტრუქტურა

სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სამინისტროს სამდივნო;

ბ) ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტი;

გ) კულტურულ ღონისძიებათა დეპარტამენტი;

დ) საერთაშორისო და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტი;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ვ) კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების სამსახური;

ზ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური;

თ) იურიდიული სამსახური;

ი) საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახური.“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მინისტრს ჰყავს ხუთი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი.“.

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების სამსახურის კომპეტენციაა:

ა) საქართველოში არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის ღონისძიებათა განხორციელება და მათი ხელშეწყობა; ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღრიცხვა, ექსპერტიზა, პასპორტიზაცია, კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;

ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა, მისი შესწავლისა და მოვლა-პატრონობის მეთოდოლოგიის შემუშავება;

გ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ადმინისტრაციულ წარმოებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის სათათბირო ორგანოებთან თანამშრომლობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოდან კულტურულ ფასეულობათა გატანის, არქეოლოგიური სამუშაოების, ძეგლზე სამუშაოებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მიწისა და სამშენებლო სამუშაოების რეგულირება და ზედამხედველობა, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამართალდარღვევათა აღკვეთისა და გამოვლენილ სამართალდარღვევებზე რეაგირების მიზნით შესაბამის ადმინისტრაციულ, სამართალდაცვისა და საბაჟო ორგანოებთან თანამშრომლობა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სამუზეუმო საქმიანობის რეგულირება, მუზეუმების ფონდების, კოლექციების დაცვის, შევსება-გამდიდრებისა და პოპულარიზაციისათვის ზრუნვა;

ვ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო და საკონკურსო პირობების შემუშავება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა საკითხები.“.

4. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საერთაშორისო და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) საქართველოს რეგიონებში სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება; ადგილობრივი კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;

ბ) ქართული კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და სპორტის პოპულარიზაცია უცხოეთში და საზღვარგარეთის შესაბამისი სფეროების პოპულარიზაცია საქართველოში; სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავება; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სფეროების ოფიციალურ სტრუქტურებთან და არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; საერთაშორისო თანამშრომლობის კერძო ინიციატივების ხელშეწყობა; სამინისტროს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველყოფა და ანალოგიურ ღონისძიებათა საქართველოში მოწყობა.“.

5. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის კომპეტენციაა სამინისტროში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით საზოგადოების ფართო ფენებისათვის გაცნობა; სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფა; ქვეყანაში კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ახალგაზრდობისა და სპორტის პოლიტიკის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პირველი ვიცე-პრემიერის

მოვალეობის შემსრულებელი ნ. გილაური